გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

16 ივლისი, 2026

უსაფრთხოება

რატომ იმსახურებენ მოზარდები უსაფრთხო ხელოვნურ ინტელექტზე წვდომას

ვაზიარებთ დაცვის მექანიზმებს, პოლიტიკებსა და ექსპერტებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, რათა მოზარდების მიერ უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისადმი ჩვენი მიდგომა განვსაზღვროთ.

იტვირთება…

მოზარდები პირველი თაობაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან ერთად იზრდება, და ეს ტექნოლოგია მათ მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. დღეს ChatGPT‑ზე მყოფი მოზარდებიდან თითქმის 10-იდან 9 მას კვირის განმავლობაში სწავლისთვის, ინფორმაციის მისაღებად, უნარების გასავითარებლად ან პროდუქტიულობისთვის იყენებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოზარდებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოზარდებისთვის სრულწლოვანებამდე მისი გამოყენების შეზღუდვა იგივე იქნებოდა, წინა თაობისთვის ინტერნეტისა თუ საძიებო სისტემების გამოყენება 18 წლამდე აგვეკრძალა; შედეგად ისინი ნაკლებად მომზადებული შეხვდებოდნენ თავიანთი დროის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ტექნოლოგიას. მაგრამ წვდომას აუცილებლად უნდა ახლდეს სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი დაცვის მექანიზმები.

OpenAI-ს აკადემიის OpenAI Academy(იხსნება ახალ ფანჯარაში) ბოლო შეხვედრის დროს ორიანა მაკკენზიმ გაგვიზიარა, როგორ დაეხმარა ChatGPT მას უფრო ჭკვიანურად სწავლასა და დატვირთვის მართვაში, რის შედეგადაც თავისი სკოლის კლასში პირველი გახდა და მეტი დრო დარჩა საყვარელი სპორტული და სასკოლო პროგრამებისთვის. მისი ისტორია გვიჩვენებს, რა არის შესაძლებელი, როცა მოზარდებს აქვთ წვდომა ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც მათ სწავლასა და შექმნაში ეხმარება.

ამ სარგებლის მაქსიმალურად გამოსაყენებლად მოზარდებს ცხოვრების ამ ეტაპზე მორგებული უფრო ძლიერი დაცვითი ზომები სჭირდებათ, მათ შორის ავტომატური დამცავი მექანიზმები, რომლებიც მათ აძლევს საშუალებას, თავდაჯერებით გამოიკვლიონ, ისწავლონ და შექმნან, ხოლო პარალელურად მათი ასაკის შესაბამის დამცავ მექანიზმებს უზრუნველყოფს. რადგან ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ვითარდება, ჩვენი პასუხისმგებლობაა ფართო წვდომა გავაერთიანოთ ასაკის შესაბამის დაცვის მექანიზმებთან, რათა მოზარდებმა ამ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მისგან სარგებელი მიიღონ.

გასული წლის განმავლობაში ეს ნიშნავდა ნაგულისხმევი დაცვითი ზომების გაძლიერებას მოზარდებისთვის, ასაკის პროგნოზირების დანერგვას, მშობელთა კონტროლის გაფართოებას, დამატებითი საოჯახო რესურსების(იხსნება ახალ ფანჯარაში) შექმნას, რათა მშობლებს ჯანსაღი და პასუხისმგებლობიანი გამოყენების მხარდაჭერა შეძლებოდათ, და ისეთი სასწავლო ფუნქციების დანერგვას, რომლებიც უბრალოდ პასუხების მიწოდების ნაცვლად უფრო ღრმა გაგებას უწყობს ხელს.

ჩვენს მუშაობას წარმართავს ოთხი ძირითადი ვალდებულება:

  • მოზარდების უსაფრთხოებას პირველ ადგილზე ვაყენებთ მაშინაც კი, როცა ეს სხვა მიზნებს ეწინააღმდეგება.
  • საჭიროების დროს რეალურ სამყაროში მხარდაჭერის მიღებას ვახალისებთ.
  • მოზარდებს მოზარდებივით ვეპყრობით.
  • გამჭვირვალე ვართ და მკაფიო მოლოდინებს ვაყალიბებთ.

ვქმნით სწავლისთვის და არა მხოლოდ პასუხებისთვის

სწავლა ერთ-ერთი ყველაზე აშკარა გზაა, რომლითაც მოზარდები ხელოვნური ინტელექტისგან სარგებელს იღებენ, ამიტომ ვქმნით ხელსაწყოებს, რომლებიც აქტიურ ჩართულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და უფრო ღრმა გაგებას წაახალისებს. სწავლის რეჟიმი(იხსნება ახალ ფანჯარაში) მასწავლებლებთან, სწავლის მეცნიერებსა და პედაგოგიკის ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა სტუდენტებს პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრაში დაეხმაროს მიმართულების მიმცემი შეკითხვების, სტრუქტურირებული ახსნებისა და დაფიქრების შესაძლებლობების გამოყენებით და არა უბრალოდ პასუხის მიწოდებით. ისეთი ხელსაწყოების ადრეულმა შეფასებამ, როგორიცაა სწავლის რეჟიმი, მოსაწავლეებისა და სტუდენტების შედეგების დამაიმედებელი გაუმჯობესება აჩვენა, რაც გვეხმარება იმის უფრო ფართო კვლევაში, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სასწავლო შედეგების მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებს ამ რეჟიმის ჩართვა თავადაც შეუძლიათ, ახლა მოზარდის დაკავშირებული ანგარიშის მქონე მშობლებს სწავლის რეჟიმის ჩართვა პირდაპირ მშობელთა კონტროლიდან შეუძლიათ. ჩართვის შემდეგ ის ნაგულისხმევად აქტიურია ყოველ ჯერზე, როცა თინეიჯერი ახალ ჩატს იწყებს, რაც ოჯახებს კიდევ ერთ გზას აძლევს, მართონ, როგორ გამოიყენება ChatGPT სასკოლო დავალებებისა და სწავლისთვის.

ChatGPT-ს მშობელთა კონტროლის ეკრანზე ჩან მოზარდის ანგარიშისთვის ჩართული სწავლის რეჟიმი.

ასევე ახლახან დავამატეთ განათლებაზე ორიენტირებული საწყისი პრომპტები მოზარდებისთვის, რათა მარტივი იყოს ისეთი დავალებების დაწყება, როგორიცაა თემის მარტივ ნაბიჯებად დაყოფა, ჩანაწერების გარდაქმნა სასწავლო სახელმძღვანელოდ, სასწავლო ბარათების ან სავარჯიშო შეკითხვების შექმნა და მტკიცებულებებისა და სიცხადის შემოწმება.

ChatGPT-ს საწყისი ეკრანი, სადაც ნაჩვენებია განათლებაზე ორიენტირებული საწყისი პრომპტები მოზარდებისთვის.

ასევე ვაგრძელებთ ინტერაქციული სასწავლო გამოცდილებების გაფართოებას. კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ ადამიანები უფრო ეფექტიანად სწავლობენ, როცა ცნებებთან აქტიური ურთიერთქმედება შეუძლიათ და ინფორმაციას მხოლოდ პასიურად არ იღებენ. წლის დასაწყისში გაშვების შემდეგ ChatGPT‑ში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ინტერაქციულ გამოცდილებებს უკვე კვირაში 18 მილიონი მომხმარებელი იყენებს, ჩვენ კი ეს გამოცდილებები 250-ზე მეტ ახალ თემაზე გავაფართოეთ, დაწყებული ინტეგრალებითა და მიტოზით და დამთავრებული მთვარის ფაზებით, ფოტოსინთეზით და არამხოლოდ. ასევე დავამატეთ წარმოთქმის გამოცდილება, რომელიც აუდიოს იყენებს, რათა ადამიანებს 61-ზე მეტ ენაზე სიტყვების წარმოთქმის სწავლაში დაეხმაროს.

მოზარდების დაცვა ჩაშენებული დამცავი მექანიზმებით

თუ ჩვენი სისტემა დაადგენს, რომ ChatGPT‑ს მომხმარებელი 18 წლამდეა, ჩვენ ავტომატურად შევთავაზებთ ასაკისთვის უფრო შესაფერის გამოცდილებას(იხსნება ახალ ფანჯარაში). მოზარდებს კვლავ შეუძლიათ ChatGPT‑ს გამოყენება სწავლისთვის, შექმნისა და აღმოჩენისთვის, მაგრამ დამატებითი დაცვის მექანიზმებით, რომლებიც ამცირებს მათთვის შეუფერებელ შიგთავსთან შეხების ალბათობას. ეს მოიცავს უფრო ძლიერ დამცავ მექანიზმებს გრაფიკული ძალადობის, თვითდაზიანების, სახიფათო ვირუსული გამოწვევების, სხეულის არაჯანსაღი აღქმის შემცველი შიგთავსისა და სახიფათო, რომანტიკული ან სექსუალური როლური თამაშების მხრივ. ჩვენი მთავარი ორიენტირი ისაა, რომ ChatGPT დარჩეს სწავლისა და შემოქმედების ხელსაწყოდ და არ იქცეს რეალური ურთიერთობების შემცვლელად.

ChatGPT‑ს ასევე ისე ვქმნით, რომ ჯანსაღი ჩვევები წაახალისოს. მოზარდები, რომლებიც ChatGPT‑ში დიდ დროს ატარებენ, ახლა უფრო ხშირად მიიღებენ შესვენების შესახებ შეხსენებებს, რომლებიც მათ პაუზის აღებისა და მოწყობილობისგან მოშორებისკენ მოუწოდებს. ეს შეხსენებები ახალგაზრდებს ეხმარება დაბალანსებული ტექნოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბებაში, ამავე დროს კი მათ თავისუფლებას აძლევს, ხელოვნური ინტელექტი სწავლის, შემოქმედებისა და პრობლემების გადაჭრისთვის გამოიყენონ.

ChatGPT-ს შეხსენება შესვენების შესახებ მოზარდს პაუზის გაკეთებისკენ და მოწყობილობისგან მოშორებისკენ მოუწოდებს.

გვჯერა, რომ უსაფრთხოების საუკეთესო ხელსაწყოებს შეუძლია ოჯახებს დაეხმარონ მოზარდების ონლაინგამოცდილებების ერთობლივად გაანალიზებაში. ჩვენ შევქმენით მშობელთა კონტროლი და შეტყობინებები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, დააყენონ სიწყნარის საათები, გამორთონ ხმოვანი რეჟიმი, მართონ წვდომა სურათის გენერირებაზე და მიიღონ შეტყობინებები მაღალი რისკის შემცველ კონკრეტულ სიტუაციებში, მაგალითად, პოტენციური თვითდაზიანების ნიშნებისას.

ამ შეტყობინებებს ვაფართოებთ, რომ მოიცვას ის შემთხვევებიც, როცა თინეიჯერის დაკავშირებული ანგარიში ძალადობრივი ონლაინმუქარების ან ძალადობრივი ქმედებების მხრივ ჩვენი გამოყენების პოლიტიკების დარღვევის გამო დეაქტივირებულია. ეს მიდგომა მშობლებს ეხმარება გაიგონ, როცა სერიოზული რამ ხდება, ამავდროულად პატივს სცემს მოზარდების კონფიდენციალურობას და ახალისებს კავშირგარეშე საუბარსა და მხარდაჭერას.

ამ ფუნქციების შექმნისას კონსულტაციები გავიარეთ რამდენიმე ექსპერტთან, მათ შორის ონლაინძალადობის პრევენციის საკითხებში წამყვან ორგანიზაციასთან Moonshot(იხსნება ახალ ფანჯარაში), რათა ეს ჩარევები გააზრებული, ეფექტიანი და საჭიროების დროს ოჯახების დახმარებაზე ორიენტირებული ყოფილიყო.

ძალადობის პრევენციაზე გაწეულ Moonshot-ის მუშაობაში ვნახეთ, რამდენად კრიტიკულად მნიშვენლოვან როლს ასრულებენ მშობლები მოზარდების ონლაინ დაცვაში. მშობლებს უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რათა შვილების მხარდაჭერა შეძლონ. როცა სერიოზული შეშფოთების მიზეზი ჩნდება, მშობლის შეტყობინება და დამატებითი კონტექსტისკენ მიმავალი გზა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, რათა ოჯახებს ადრეულად ჩარევისა და დახმარების მოძიების შესაძლებლობა მიეცეთ. ასეთი წვდომა ერთ-ერთია იმ მრავალ ზომას შორის, რომლებიც საჭირო იქნება, რათა ახალგაზრდები ChatGPT‑ს გამოყენებისას უფრო უსაფრთხოდ იყვნენ.
ვიდია რამალინგამი, დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, Moonshot
მშობლისთვის განკუთვნილი შეტყობინების ეკრანებზე ჩანს მნიშვნეოვანი ახალი ინფორმაცია ბავშვის ChatGPT-ანგარიშთან დაკავშირებით.

ასევე გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მშობლებს, მოზარდებსა და პედაგოგებს აქვთ მკაფიო მითითებები, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი საუკეთესო გზით და პასუხისმგებლობიანად. საგანმანათლებლო რესურსებს 50-ზე მეტ ენაზე ვაქვეყნებთ, მათ შორის ოჯახის გზამკვლევს მოზარდების მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიან გამოყენებაში დასახმარებლად(იხსნება ახალ ფანჯარაში), რჩევებს მოზარდთან ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ(იხსნება ახალ ფანჯარაში) და რჩევებს მშობლებისთვის, რომლებიც ChatGPT‑ს იყენებენ(იხსნება ახალ ფანჯარაში).

გარე ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან, დეველოპერებსა და რეგულატორებთან თანამშრომლობა

ახალგაზრდების ონლაინუსაფრთხოება ისეთი საკითხი არ არის, რომელსაც ერთი კომპანია მარტო გადაწყვეტს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მოზარდებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, ბავშვთა უსაფრთხოების ექსპერტებთან, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან, მკვლევრებთან, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ეს პარტნიორობები გვეხმარება უკეთ გავიგოთ ახალგაზრდების საჭიროებები, გამოვავლინოთ ახალი რისკები, შევაფასოთ ჩვენი დაცვის მექანიზმების ეფექტიანობა და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკები დამოუკიდებელ ექსპერტიზას ეფუძნება.

ეს მუშაობა მოიცავს როგორც სწავლის, ისე ახალგაზრდების კეთილდღეობისადმი ჩვენს მიდგომას. ვთანამშრომლობთ პედაგოგებთან, მათ შორის ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციასთან, მოსწავლეებსა და სტუდენტებთან და სასწავლო ორგანიზაციებთან, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სწავლებისა და სწავლის მხარდაჭერა აქტიური ჩართულობისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერებით. ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვის განვითარებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოების სფეროების ექსპერტებთან, მათ შორის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციასთან(იხსნება ახალ ფანჯარაში), ჩვენს ექიმთა გლობალურ ქსელთან და ჩვენს ექსპერტთა საბჭოსთან კეთილდღეობისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში.

უფრო ჯანსაღი ციფრული ეკოსისტემის შექმნაზე მუშაობა ჩვენს პროდუქტებს სცდება. ჩვენი მოწოდებაა, შეიქმნას მასშტაბირებადი გლობალური სტანდარტები ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სფეროში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის მეშვეობით, ღია კოდით გამოქვეყნებული პოლიტიკებითა და ხელსაწყოებით, რომლებიც დეველოპერებმა ხელოვნური ინტელექტის საკუთარ სისტემებში შეიძლება ჩაშენონ, და ისეთ ორგანიზაციებთან მუშაობით, როგორიცაა Common Sense Media(იხსნება ახალ ფანჯარაში) და everyone.ai(იხსნება ახალ ფანჯარაში), რათა ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკები გავაზიაროთ.

წელს ასევე შევუერთდით ორგანიზაციას Family Online Safety Institute(იხსნება ახალ ფანჯარაში) (FOSI), რომელიც დიდი ხანია ოჯახებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო ონლაინგამოცდილებების მხარდამჭერია. ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ხელოვნური ინტელექტისგან სარგებლის მიღება შეძლონ, ხოლო ყურადღების ცენტრში გაძლიერებული მშობლები და დარგის პასუხისმგებლობიანი პრაქტიკა იყოს. ვიმედოვნებთ, ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს საერთო გაგების განვითარებას იმის შესახებ, რა მუშაობს, გააძლიერებს ასაკის შესაბამის დაცვის მექანიზმებსა და მშობელთა ხელსაწყოებს და მხარს დაუჭერს დარგის მასშტაბით ძალისხმევას, რომელიც ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობიანად გამოყენების საშუალებას აძლევს.

მომავლისკენ ხედვით

ახალგაზრდების ონლაინ დაცვამუდმივ პროგრესს მოითხოვს. მომდევნო თვეებში გავაგრძელებთ ასაკის შესაბამისი დაცვის გაძლიერებას, მშობლებისთვის მეტი ხელსაწყოსა და კონტროლის მიცემას, სერიოზული ზიანისგან დამცავი მექანიზმების გაუმჯობესებას, ხელოვნური ინტელექტის ჯანსაღი გამოყენების კვლევის ხელშეწყობასა და მეტი ისეთი გამოცდილების შექმნას, რომლებიც მოზარდებს აქტიურად სწავლასა და ხელოვნური ინტელექტის თავდაჯერებულად გამოყენებაში ეხმარება.

ვიცით, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, და მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა მოზარდებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, ექსპერტებსა და თემებთან მთელ მსოფლიოში, რათა თინეიჯერებს უსაფრთხო, ფართო წვდომა მივცეთ.