OpenAI

15 ოქტომბერი, 2026

კვლევაპროდუქტი

GPT‑Rosalind სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში

წარმოგიდგენთ Rosalind-ის აკადემიურ გეგმას, რომელიც კრიტერიუმების შესაბამის ლაბორატორიებს უფინანსებს წვდომას GPT‑Rosalind‑სა და სიცოცხლის და ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელ მეცნიერებებში აღმოჩენებისთვის საჭირო ხელსაწყოებზე.

წარმოგიდგენთ Rosalind-ის აკადემიურ გეგმას, რათა მეტ მეცნიერ-მკვლევარს ჰქონდეს წვდომა GPT‑Rosalind⁠-ზე — სიცოცხლის და ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერებებისთვის შექმნილ ჩვენს მოდელზე. ის მოწინავე მსჯელობას აერთიანებს Rosalind-ის სამუშაო გარემოსთან⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში), რომელიც სპეციალიზებული ხელსაწყოების ინტეგრირებულ მართვას უზრუნველყოფს სამკურნალო ქიმიაში, გენომიკაში, „სველ“ ლაბორატორიაში და სხვა სამეცნიერო ამოცანებზე მუშაობისას. კრიტერიუმების შესაბამის ლაბორატორიებს შეუძლია უფასოდ მიიღოს Business Standard-ის მაქსიმუმ 30 ადგილი 12 თვემდე ვადით. GPT‑Rosalind‑ზე წვდომისთვის საჭიროა წვდომის სანდო პროცედურით დამტკიცება.

აკადემიური კვლევა ქმნის ცოდნას, რომელსაც მთელი დარგები ეფუძნება. ბიოლოგიის შესახებ ფუნდამენტური კითხვით დაწყებულმა კვლევამ საბოლოოდ შეიძლება შეცვალოს დაავადებათა დიაგნოსტიკის, მედიკამენტების შექმნისა თუ სურსათის წარმოების გზები. თუმცა ამგვარი წინსვლისთვის მეცნიერებს სჭირდებათ რესურსები, რათა შეისწავლონ და გამოსცადონ იდეები, მიღებული ცოდნა კი სხვებს გაუზიარონ.

სამეცნიერო აღმოჩენების დაჩქარება OpenAI-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა — უზრუნველვყოთ, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი მთელი კაცობრიობისთვის სარგებლის მომტანი იყოს. ამ გეგმით ინვესტიციას ვდებთ მეცნიერებში, რომლებიც ამ ფუნდამენტურ საქმეს აკეთებენ: მეტ ლაბორატორიას ვეხმარებით, საკუთარი ცოდნა და მსჯელობის უნარი სიცოცხლის და ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი კვლევებისთვის შექმნილ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს შეუთავსოს.

მომავალი სამეცნიერო მიღწევების ფუნდამენტური კვლევების მხარდაჭერა

ბევრი მიღწევა, რომელსაც დღეს ვეყრდნობით, მრავალწლიანი ფუნდამენტური კვლევის შედეგია.

ადამიანის გენომის პროექტმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე გენომიკას და გარდაქმნა მედიცინა, დიაგნოსტიკა და ბიოტექნოლოგია.

ბაქტერიების იმუნური სისტემების შესწავლის სურვილმა მიგვიყვანა CRISPR-Cas9-მდე, რომელმაც რევოლუცია მოახდინა გენომის მოდიფიცირებაში და ახლა წინ სწევს კიბოს, მემკვიდრეობითი დაავადებების, სოფლის მეურნეობისა და ბიოტექნოლოგიის კვლევებს. უნივერსიტეტებში ინფორმაციული რნმ-ის ათწლეულების განმავლობაში კვლევამ ასევე შექმნა COVID-19-ის ვაქცინებისა, ახალი თაობის ვაქცინებისა და თერაპიების შემუშავების საფუძველი.

აკადემიური კვლევა ყოველთვის ქმნიდა მედიცინისა და ბიოტექნოლოგიის წინსვლის საფუძველს. მეტ მეცნიერს ვეხმარებით, საკუთარი სამეცნიერო ცოდნა და მსჯელობის უნარი GPT‑Rosalind‑ის განვითარებულ, სპეციალიზებულ მსჯელობას შეუთავსოს. იმედი გვაქვს, ამით ხელს შევუწყობთ ისეთ აღმოჩენებს, რომელთა სარგებელიც ლაბორატორიას გასცდება.

როგორ იყენებენ GPT‑Rosalind‑ს სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში

OpenAI ისწრაფვის, მეცნიერ-მკვლევრებს თავიანთი სამეცნიერო მიზნების განხორციელების შესაძლებლობა მისცეს. გამორჩეულ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში უკვე იკვლევენ, როგორ შეუძლია GPT‑Rosalind‑ს, ხელი შეუწყოს მათ მუშაობას — ცილების დიზაინის შემუშავებიდან დაწყებული ნეიროდეგენერაციის შესწავლით დასრულებული. ეს მაგალითები ასახავს, სამეცნიერო სამუშაო პროცესებში კონკრეტულად რაში იყენებენ მკვლევრები მოდელს.

1/3
“GPT‑Rosalind დამეხმარა, უფრო სწრაფად შემეგროვებინა პრეპარატების ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები. PubChem-ისა და NCBI-ის ხელსაწყოები ათ პრეპარატზე მუშაობაში დამეხმარა; ამავდროულად, უფრო ზუსტად ვმიჯნავდი პროგნოზირებულ და ექსპერიმენტულად გაზომილ მნიშვნელობებს.”
Zhao Lab, UCSF

რას მოიცავს გეგმა

Rosalind-ის ახალი აკადემიური გეგმით მკვლევრებს შეუძლიათ, უფრო მოქნილად დანერგონ GPT‑Rosalind და Rosalind Workbench თავიანთ ლაბორატორიაში და მოწინავე მოდელის ინტელექტუალური შესაძლებლობები სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენონ.

კრიტერიუმების შესაბამისი ლაბორატორიები მიიღებენ:

  • Business Standard-ის მაქსიმუმ 30 ადგილს, თვეში 0$-ად თითო მომხმარებელზე, 12 თვემდე ვადით.

  • წვდომას OpenAI-ის ყველა კომერციულად ხელმისაწვდომ მოწინავე მოდელზე, გეგმით გათვალისწინებული გამოყენების ლიმიტების ფარგლებში.

  • წვდომას GPT‑Rosalind‑ზე წვდომის სანდო პროცედურით დამტკიცების შემდეგ.

Rosalind-ის აკადემიური გეგმის ფარგლებში გაზიარებული კვლევის მონაცემები ჩვენი მოდელების გასაწვრთნელად ნაგულისხმევად არ იქნება გამოყენებული.

  1. გაეცანით გეგმას

    ნახეთ, რას მოიცავს

  2. შედით ანგარიშში და შეიტანეთ განაცხადი

    მოგვიყევით თქვენი კვლევისა და ლაბორატორიის შესახებ

  3. გაიარეთ ვერიფიკაცია

    მოგვაწოდეთ დეტალები და ხელი მოაწერეთ შეთანხმებას

  4. დაიწყეთ კვლევა

    გამოიყენეთ GPT‑Rosalind წვდომის გააქტიურებისთანავე

შექმნილია სიცოცხლის და ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერების კვლევებისთვის

GPT‑Rosalind სიცოცხლის და ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერებებისთვის სპეციალიზებული მოდელია, რომელიც რთულ ბიოლოგიურ საკითხებზე უფრო ღრმა მსჯელობის ხელშესაწყობად შეიქმნა. სანდო წვდომის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ მკვლევრებს შეუძლიათ, მისი დახმარებით შეისწავლონ სენსიტიური სამეცნიერო საკითხები, ლეგიტიმური კვლევისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვით.

კვლევის მიმართულებებია:

პრეპარატებისა და ცილების დიზაინი

პრეპარატებისა და ცილების დიზაინი

კანდიდატი პრეპარატების, თერაპიული ცილების, პეპტიდებისა და ფერმენტების შექმნა; მათი მოლეკულური ურთიერთქმედების, სელექციურობის, სტაბილურობისა და შემდგომი შემუშავებისთვის ვარგისიანობის ოპტიმიზაცია.

ბარათი 1 / 7: პრეპარატებისა და ცილების დიზაინი

შეიტანეთ განაცხადი თქვენი ლაბორატორიის სახელით

Rosalind-ის აკადემიური გეგმა ამჟამად ხელმისაწვდომია აშშ-ის უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიებისთვის. იმ უნივერსიტეტების მთავარ მკვლევრებსა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებს, რომლებსაც OpenAI-ის Enterprise-თან ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ, შეუძლიათ განაცხადი თავიანთი ლაბორატორიების სახელით ჩვენი სანდო წვდომის პროცედურის საშუალებით შეიტანონ. მოქმედი ხელშეკრულების მქონე უნივერსიტეტების ლაბორატორიებმა განაცხადი თავიანთი უნივერსიტეტის Enterprise-ის წვდომის პროცედურის საშუალებით უნდა შეიტანონ.

დამტკიცების შემდეგ მთავარ მკვლევრებსა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებს შეუძლიათ, მაქსიმუმ 30 აღიარებულ წევრს გაუაქტიურონ უფასო წვდომა GPT‑Rosalind‑სა და გეგმაში შემავალ OpenAI-ის სხვა მოწინავე მოდელებზე. ამ ეტაპზე API-ზე წვდომა გეგმაში არ შედის. ვერიფიცირებული მთავარი მკვლევრები და ლაბორატორიების ხელმძღვანელები მართავენ წევრთა ნებართვებს და პასუხისმგებელნი არიან, რომ ლაბორატორიამ მოდელი დამტკიცებული მიზნებისთვის გამოიყენოს.

დაიწყეთ GPT‑Rosalind‑ის გამოყენება

აირჩიეთ განაცხადის შეტანის გზა თქვენი ლაბორატორიის ან ორგანიზაციისთვის.

სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები

Rosalind-ის აკადემიური გეგმა

განკუთვნილია კრიტერიუმების შესაბამის ორგანიზაციებში მომუშავე იმ მთავარი მკვლევრებისა და ლაბორატორიის ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც Enterprise-ის ანგარიში არ აქვთ.

შეიტანეთ განაცხადი თქვენი ლაბორატორიის სახელით.

Enterprise-ის არსებული ანგარიშები

წვდომა GPT‑Rosalind‑ზე

აკადემიური სექტორის წარმომადგენლებისთვის იმ დაწესებულებებში, რომლებსაც OpenAI Enterprise-თან მოქმედი შეთანხმება აქვთ გაფორმებული.

მოითხოვეთ წვდომა Enterprise-ის თქვენი არსებული ანგარიშით.

GPT‑Rosalind‑ზე წვდომას დამტკიცება სჭირდება.

მონაწილეობის კრიტერიუმების, განაცხადის მოთხოვნებისა და პირველი ნაბიჯების შესახებ მეტს შეიტყობთ ჩვენი დახმარების ცენტრის გზამკვლევში⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში).

სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო რესურსებზე წვდომის პასუხისმგებლობით უზრუნველყოფა

წვდომის გააქტიურებამდე ჩვენ:

  • ვამოწმებთ დაწესებულების ლეგიტიმურობასა და მთავარი მკვლევრის ან ლაბორატორიის ხელმძღვანელის ვინაობას

  • ვიხილავთ ხელმძღვანელის პროფესიულ გამოცდილებას, დაწესებულებაში დაკავებულ თანამდებობასა და ლაბორატორიის წვდომაზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას

  • ვაფასებთ ლაბორატორიის კავშირს დაწესებულებასთან, მის კვლევით საქმიანობასა და გამოყენების მიზნებს

  • მკაფიოდ განვსაზღვრავთ ლაბორატორიის ხელმძღვანელისა და დაწესებულებაში უსაფრთხოების საკითხებზე დანიშნული საკონტაქტო პირის პასუხისმგებლობებს

გააქტიურების შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვა გრძელდება მონიტორინგითა და წესების აღსრულებით. რეგისტრირებული, განსაკუთრებით სენსიტიური გამოყენების შემთხვევებისთვის უსაფრთხოების შემოწმების პროცედურებში გათვალისწინებული დამტკიცებული კვლევის კონტექსტი. კითხვების გაჩენისას შესაძლოა მკვლევრებს დავუკავშირდეთ, რათა დავაზუსტოთ სამუშაოს შინაარსი და დავადასტუროთ თანხმობა. ეს მიდგომა მიზნად ისახავს შესაძლო არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენას ისე, რომ გათვალისწინებული იყოს კვლევის ლეგიტიმური კონტექსტი და შემცირდეს ნებადართული სამუშაოს უსაფუძვლო შეფერხება.

სპეციალიზებული ინტელექტი რთული სამეცნიერო საკითხებისთვის

დაწყება

სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორებით ვიწყებთ უფრო ფართო ინიციატივას, რომლის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის სასარგებლო ხელსაწყოები მეტი მეცნიერისთვის უზრუნველვყოთ. წვდომის ღირებულების შემცირებით ვიმედოვნებთ, რომ მეტ მკვლევარს მიეცემა შესაძლებლობა, იმუშაოს ისეთ იდეებზე, რომლებიც სარგებლის მომტანი იქნება უფრო ფართო მასშტაბით — დაავადებების უკეთ გაგებიდან დაწყებული უფრო ეფექტიანი მკურნალობით და უფრო გამძლე სასურსათო სისტემებით დასრულებული.

ამ განვითარებას შექმნიან მეცნიერები, რომლებიც მნიშვნელოვან კითხვებს დასვამენ და პასუხების საპოვნელად იმუშავებენ. გვინდა, ამ საქმეში უფრო მეტ მათგანს დავეხმაროთ.

თუ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიასთან ხართ დაკავშირებული, გაეცანით Rosalind-ის აკადემიურ გეგმას და შეამოწმეთ, აკმაყოფილებთ თუ არა მონაწილეობის კრიტერიუმებს⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში).

ავტორი

OpenAI