გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

6 აგვისტო, 2026

კომპანია

„შეკითხვიდან ქმედებამდე: როგორ იყენებს მსოფლიო ChatGPT‑ს სამუშაოდ

ქვეყნების მიხედვით წარმოდგენილი ახალი მონაცემები ცხადყოფს, როგორ ვრცელდება და იცვლება ხელოვნური ინტელექტის დანერგვა.

იტვირთება…

ხელოვნური ინტელექტი იმ ეტაპიდან, როდესაც მას უბრალოდ კითხვებს უსვამდნენ, პრაქტიკული გამოყენების ფაზაში გადადის.

პირველად OpenAI აქვეყნებს ქვეყნების მიხედვით მონაცემებს, რომლებიც აჩვენებენ, როგორ იყენებენ ადამიანები მთელ მსოფლიოში ChatGPT‑ს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტექნოლოგია მხოლოდ პასუხების გაცემით აღარ შემოიფარგლება და ქმედებაზე გადადის; იგი სცდება პირველმომხმარებელთა წრეს და სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება სასარგებლო სხვადასხვა მიმართულებით:

  • კითხვების დასმიდან საქმის კეთებამდე: სამსახურში ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად იყენებენ ChatGPT‑ს დავალების შესასრულებლად ან რაიმეს შესაქმნელად — დაწყებული ტექსტის წერითა და კოდირებით, დამთავრებული ანალიზით— ვიდრე სამსახურის გარეთ.
  • AI-ის დანერგვა უფრო გლობალური ხდება: ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნები ეწევიან ქვეყნებს, რომლებმაც მისი დანერგვა ადრე დაიწყეს და ამცირებენ დანერგვის გლობალურ სხვაობას.
  • AI სცდება ტექსტს: მულტიმედია გლობალურად ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა — მასზე მოდის შეტყობინებების 7,8%, ხოლო ბრაზილიისა და კოლუმბიის ჩათვლით, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი ათიდან ერთზე მეტს შეადგენს.
  • ხელოვნური ინტელექტი ადრეული მომხმარებლების ფარგლებს სცდება: 35 წელს გადაცილებულ ადამიანებში მისი გამოყენება თითქმის ყველა ქვეყანაში იზრდება. საფრანგეთსა და ჩეხეთში შეტყობინებებში მათი წილი გასული წლის განმავლობაში 10 პროცენტულ პუნქტზე მეტით გაიზარდა.

მთლიანობაში, მონაცემები აშკარა ცვლილებაზე მიუთითებს: ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ის, რაც ადამიანებს პასუხების პოვნაში ეხმარება. ის უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტ ადგილას, საქმეების შესრულებაში ეხმარება. 

ამ ახალი მონაცემების ნახვა ან ჩამოტვირთვა შეგიძლიათ OpenAI Signals: OpenAI-ის ეკონომიკური კვლევების გუნდის მონაცემების, კვლევებისა და ანალიზის ჰაბზე. ქვეყნების დონეზე არსებული ეს სტატისტიკა ადამიანებს, მათ შორის პოლიტიკის შემქმნელებსა და მკვლევრებს მთელ მსოფლიოში, დაეხმარება უკეთ გაიგონ, როგორ იყენებს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ChatGPT‑ს საქმეში. 

Signals-ის მონაცემთა ნაკრები კონკრეტულად ასახავს ChatGPT Free, ChatGPT Go, ChatGPT Plus და ChatGPT Pro ანგარიშებში გაგზავნილ შეტყობინებებს — ანგარიშების იმ ჯგუფს, რომელსაც, როგორც წესი, ინდივიდები მართავენ და არა ორგანიზაციები.

სამსახურში „კეთება“ დომინირებს

მონაცემები ასახავს ტენდენციას, რომელიც ბოლო დროის სათაურებში გამოჩნდა, განსაკუთრებით ChatGPT Work-ის გაშვების შემდეგ: ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ ტექნოლოგიას, განსაკუთრებით პროფესიული მიზნებისთვის. ამ კონტექსტში მომხმარებლები უფრო ხშირად „მოქმედებენ“ — იყენებენ ChatGPT‑ს შედეგის შესაქმნელად ან ამოცანის შესასრულებლად. 

ამ ტიპის სამუშაო მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა რედაქტირება, კოდის წერა ან ანალიზის მომზადება. ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები სამსახურში ორჯერ უფრო ხშირად იყენებენ ChatGPT‑ს ამ მიზნით, ვიდრე სამუშაო საათების მიღმა. სამუშაოს მიღმა გამოყენება უფრო საძიებო ხასიათს ატარებს: „კითხვების დასმა“, ანუ ინფორმაციისა და დაზუსტების მოძიება, კვლავ ყველაზე დიდ კატეგორიად რჩება.

დანერგვის სხვაობა მცირდება

ივნისში დაფიქსირებული, მსოფლიოში სტაბილურად მზარდი ტენდენციის გაგრძელების ფონზე, ქვეყნები და რეგიონები, რომლებმაც AI-ის მიმართულებით თავიანთი გზა ChatGPT‑ის ერთ სულ მოსახლეზე გამოყენების უფრო დაბალი მაჩვენებლებით დაიწყეს, თანდათან ეწევიან უკვე დამკვიდრებულ ადრეულ მომხმარებლებს. 

2026 წლის II კვარტლისთვის, ჩვენმა გუნდმა განაახლა გამოყენების რეიტინგები ქვეყნების მიხედვით (იხილეთ წინა კვარტალური რეიტინგები აქ). ქვემოთ მოცემული დიაგრამა აჩვენებს, როგორ შეიცვალა ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლის მიხედვით შედგენილი რეიტინგი 2026 წლის პირველი კვარტლის შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში ლათინური ამერიკის, ოკეანიისა და აფრიკის ზოგიერთ ნაწილში გამოყენების მაჩვენებელი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ხოლო პერუ, ურუგვაი და კოსტა-რიკა გლობალურ რეიტინგებში ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაწინაურდნენ. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ათვისების მაჩვენებელი კვლავ იზრდება, თუმცა სამხრეთ ნახევარსფეროს ზოგიერთი ნაწილი ერთ სულ მოსახლეზე ათვისების მაჩვენებლებით მათ ეწევა.

მსოფლიო რუკა სათაურით „ლათინური ამერიკა და ოკეანია მეორე კვარტალში დანერგვის რეიტინგის ზრდის ლიდერები“, სადაც ქვეყნები შეფერილია ერთ სულ მოსახლეზე დანერგვის რეიტინგის ცვლილების მიხედვით. გამოყოფილია ავსტრალია, პერუ, ბოლივია, კოსტა-რიკა, ავსტრია და იტალია, სადაც ფერადი სკალა აჩვენებს კლებასა და ზრდას, ხოლო ნაცრისფერი აღნიშნავს მონაცემების არარსებობას.

ქვეყნების რეიტინგის ცვლილება ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობის მიხედვით, 2026 წლის I კვარტალიდან 2026 წლის II კვარტლამდე (დადებითი მაჩვენებელი = გაუმჯობესებულ პოზიციას)

შენიშვნა: 144 ქვეყნისთვის ლურჯი აღნიშნავს რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებას, ყავისფერი — გაუარესებას, ხოლო ნაცრისფერი — ცვლილების არარსებობას. დაშტრიხვა აღნიშნავს გამორიცხულ ან არაუფლებამოსილ ქვეყნებს.

მულტიმედია ChatGPT‑ის გამოყენების ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა

ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად, კონკრეტული გამოყენების შემთხვევები ადამიანების ყურადღებას იპყრობს და მათ დანერგვას უწყობს ხელს. მაგალითად, ავიღოთ მულტიმედიის შექმნა, ანალიზი და მოძიება. 2026 წლის აპრილში ChatGPT Images 2.0 -ის გამოშვების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით მულტიმედიის გამოყენებაზე ფოკუსირებული შეტყობინებების წილი 7,8%-მდე გაიზარდა. თუმცა მულტიმედიის გამოყენება ჯერ კიდევ ჩამორჩება ისეთ წამყვან სფეროებს, როგორიცაა პრაქტიკული სახელმძღვანელოების ძიება, ტექსტების წერა და ინფორმაციის მოძიება, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით სტაბილური ზრდა შეინიშნება.

ლათინური ამერიკის ქვეყნები გამოირჩევიან ChatGPT‑ის გამოყენებით მედიის შექმნისა და ანალიზისთვის

მულტიმედიური შეტყობინებების კატეგორიის უფრო სიღრმისეული განხილვისას, მონაცემები ქვეყნებსა და რეგიონებს შორის გამოკვეთილ განსხვავებებს აჩვენებს. ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ზრდას ლათინურ ამერიკაში, სადაც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია და კოლუმბია, ChatGPT‑სთვის გაგზავნილი ათიდან ერთზე მეტი შეტყობინება მულტიმედიად კლასიფიცირდება. 

მსოფლიო რუკა სათაურით: „ლათინური ამერიკის ქვეყნებში მულტიმედიის გამოყენების საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა“, სადაც ქვეყნები შეფერადებულია მულტიმედიური შეტყობინებების წილის მიხედვით, ფერის სკალით 0%-დან 15%-მდე.

შენიშვნა: კლასიფიცირებული ინდივიდუალური ChatGPT შეტყობინებების, რომლებიც მულტიმედიად არის კატეგორიზებული, წილი ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში. განახლებულ გამოცემაში შესულია 126 ქვეყანა, რომელთაც II კვარტალის მულტიმედიური შეფასების შესაბამისი მონაცემები აქვთ; პუნქტირით მონიშნული ქვეყნები გამოცემის მიღმაა ან მათზე შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება.

ChatGPT‑ის გამოყენება მთელ მსოფლიოში გაიზარდა 35 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში

ერთ სულ მოსახლეზე ათვისების მაჩვენებლის კვარტლიდან კვარტლამდე ცვლილებები მხოლოდ გამოყენების შემთხვევებითა და რეგიონებით არ შემოიფარგლება. მონაცემები ასევე ცხადყოფს განსხვავებებს ათვისებაში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. 

ბოლო წლის ტენდენციის ხაზი აჩვენებს, რომ 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების პროცენტული წილი თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა. წლიურ ჭრილში, ამ მომხმარებლებზე ახლა შეტყობინებების 5%-ით უფრო მაღალი წილი მოდის, ვიდრე 12 თვის წინ.

ეს არის მხოლოდ იმ მომხმარებლების ანალიზი, რომლებმაც ChatGPT‑ის პლატფორმაზე საკუთარი ასაკი თავად მიუთითეს.

ქვეყნების მიხედვით მონაცემების განხილვისას, 35 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში ათვისების დონე რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ქვემოთ მოცემული დიაგრამა, მაგალითად, აჩვენებს, თუ რამდენად საგრძნობლად შეიცვალა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 35 წლისა და უფროსი ასაკის მომხმარებლების მიერ გაგზავნილი ChatGPT შეტყობინებების წილი. საფრანგეთსა და ჩეხეთში 35 წლის ან უფრო მეტი ასაკის მომხმარებლების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების წილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 

ევროპული ქვეყნების თითქმის სამ მეოთხედში ამ მომხმარებლების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების წილი საშუალოზე მეტად გაიზარდა, მაშინ როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად სინგაპურში, საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა. საერთო ჯამში, ამ მომხმარებლების მიერ გაგზავნილი შეტყობინებების წილი რეგიონის რვა ქვეყნიდან ექვსში გაიზარდა, თუმცა მხოლოდ მცირედით.

35+ ასაკის მომხმარებლებისგან მიღებული, ასაკის მიხედვით კლასიფიცირებული შეტყობინებების წილი ბოლო სამი თვის პერიოდში, თითოეული ქვეყნის 2025 წლის II კვარტლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (პროცენტული პუნქტები)

შენიშვნა: 35 წლისა და უფროსი ასაკის მომხმარებელთა თვითდეკლარირებული, ასაკობრივად კლასიფიცირებული ინდივიდუალური შეტყობინებების ბოლო სამი თვის წილი; ცვლილებები მოცემულია თითოეული ქვეყნის 2025 წლის II კვარტლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ნაცრისფერი ხაზები აჩვენებს ყველა იმ 111 ქვეყანას, რომელთა შესახებაც არსებობს სრული სავარაუდო მონაცემები; წყვეტილი ნაცრისფერი ხაზი აჩვენებს ქვეყნების თანაბარი წონის მედიანას. 2026 წლის ივნისის საბოლოო წერტილები ადარებენ უახლეს კვარტალს 2025 წლის მე-2 კვარტალთან. წყარო: OpenAI Signals-მა განაახლა საჯარო გამოშვებისთვის განკუთვნილი CSV ფაილები.

ვრცლად OpenAI Signals-ის შესახებ

OpenAI Signals არის OpenAI-ის ეკონომიკური კვლევების გუნდის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ჩვენს მონაცემებსა და კვლევებს მთელ მსოფლიოს ვუზიარებთ. ჩვენი კვლევის გარდა, რეგულარულად ვაქვეყნებთ განახლებებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ ადამიანები და ბიზნესები ChatGPT‑ს. გირჩევთ, ჩამოტვირთოთ მონაცემები აქ და გაეცნოთ ჩვენს მეთოდოლოგიას აქ(იხსნება ახალ ფანჯარაში).