Samsung Electronics-ი თანამშრომლებს ChatGPT‑სა და Codex-ს აწვდის
ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დანერგვაა დღემდე.
- კორპორაციული ChatGPT და Codex ხელმისაწვდომი იქნება Samsung Electronics-ის ყველა თანამშრომლისთვის კორეაში და Device eXperience (DX) განყოფილების ყველა თანამშრომლისთვის მთელ მსოფლიოში
- Samsung-ის გლობალური გაშლა OpenAI-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორპორაციული გაშვებაა დღემდე
- Samsung Electronics-ი გამოიყენებს ChatGPT‑სა და Codex-ს თავი ოპერაციებში, დაწყებული კვლევით და განვითარებით და წარმოაებით და დამთავრებული მარკეტინგით, კორპორაციული ფუნქციებითა და ბიზნესის სხვა მიმართულებებით
Samsung Electronics-ი მთელ მსოფლიოში თავის თანამშრომლებში ნერგავს კორპორაციულ ChatGPT‑სა და Codex-ს, რადგან კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დაჩქარებას ცდილობს. შეთანხმების მიხედვით, ChatGPT და Codex-ი ხელმისაწვდომი გახდება Samsung Electronics-ის ყველა თანამშრომლისთვის კორეაში და ამასთანავე, მისი Device eXperience (DX) განყოფილების ყველა თანამშრომლისთვის მთელ მსოფლიოში. ეს OpenAI-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორპორაციული გაშლაა დღემდე.
Samsung Electronics-ი გეგმავს ChatGPT‑სა და Codex-ის გამოყენებას როგორც ტექნიკური, ისე არატექნიკური სამუშაოებისთვის, ფუნქციების ფართო სპექტრში, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, მარკეტინგში, პროდუქტის შემუშავებასა და წარმოებაში, რათა გაზარდოს თანამშრომელთა პროდუქტიულობა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები. Codex-ი თავდაპირველად პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ხელსაწყო იყო, თუმცა ის სულ უფრო მეტად გამოდგება სხვა ტიპის სამუშაოებისთვისაც.
ChatGPT‑ს დახმარებით Samsung Electronics-ის თანამშრომლები უფრო ეფექტიანად ასრულებენ ცოდნაზე დაფუძნებული ფართო სპექტრის დავალებებს, მათ შორის, ინფორმაციის ძიებასა და ანალიზს, დოკუმენტების შედგენას, იდეების შემუშავებასა და მონაცემების ინტერპრეტაციას. კორპორაციული ChatGPT უზრუნველყოფს საწარმოო დონის შესაძლებლობებს, რომლებიც ორგანიზაციებს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენების საშუალებას აძლევს, მათ შორის, მონაცემთა დაცვას, მომხმარებლებისა და წვდომის მართვასა და უსაფრთხოების კონტროლებს. ეს შესაძლებლობები Samsung Electronics-ის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მოწინავე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკებისა და მართვის ჩარჩოს ფარგლებში.
Codex-ს შეუძლია, გააუმჯობესოს არა მხოლოდ დეველოპერების პროდუქტიულობა ისეთი დავალებების მეშვეობით, როგორიცაა კოდის წერა, მიმოხილვა და გამართვა, არამედ არატექნიკური გუნდების პროდუქტიულობაც ყოველდღიურ სამუშაოში. მაგალითად, თანამშრომლებს შეუძლიათ Codex-ის გამოყენება, რომ იდეები აქციონ მუშა პროგრამულ უზრუნველყოფად, შიდა ხელსაწყოებად, ვებსაიტებად და ავტომატიზებულ სამუშაო პროცესებად.
ამჟამად 5 მილიონზე მეტი ადამიანი ყოველ კვირას იყენებს Codex-ს ტექნიკური და არატექნიკური სამუშაო პროცესებისა და როლებისთვის. კორეაში Codex-ის ყოველკვირეული აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 2026 წლის 1 თებერვლიდან თითქმის 800%-ით გაიზარდა.
„OpenAI-სთვის ეს ისტორიული დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან Samsung Electronics-ი, გლობალური ლიდერი ტექნოლოგიებისა და წარმოების სფეროში, ხელოვნურ ინტელექტს იღებს არა როგორც მხოლოდ გარკვეული გუნდებისა თუ ფუნქციებისთვის განკუთვნილ ხელსაწყოს, არამედ როგორც ძირითად პლატფორმას, რომელიც აუმჯობესებს, როგორ მუშაობენ და ქმნიან ინოვაციებს თანამშრომლები მთელ მსოფლიოში“, განაცხადა OpenAI Korea-ს გენერალურმა მენეჯერმა ჰარისონ კიმმა.
„OpenAI მჭიდროდ ითანამშრომლებს Samsung Electronics-თან, რათა დაეხმაროს მის თანამშრომლებს ChatGPT‑სა და Codex-ის დახმარებით უნარების გაძლიერებაში, იდეებიდან განხორციელებამდე უფრო სწრაფად მისვლაში, რთული პრობლემების გადაჭრასა და ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნაში“.
OpenAI-მ და Samsung Electronics-მა ადრე თანამშრომლობა გლობალური ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის სფეროში დაიწყეს. Samsung Electronics-ი OpenAI-სთან თანამშრომლობს მომდევნო თაობის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწინავე მეხსიერების ნახევარგამტარების მიწოდებაზე. Samsung Electronics-ის მიერ კორპორაციული ChatGPT‑ის დანერგვით ორ კომპანიას შორის ურთიერთობა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას სცდება და თანამშრომელთა ტრანსფორმაციასა და კომპანიის მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასაც მოიცავს.
კორეაშივე სეულის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ახლახან დაიწყო საგანმანათლებლო ChatGPT‑ს მიწოდება თავისი თემის 47 000-ვე წევრისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და თანამშრომლებისთვის, რაც ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ კამპუსად გადაქცევის ნაწილია. OpenAI ასევე თანამშრომლობს Kakao-სთან, რომ ადამიანებს შეეძლოთ ChatGPT‑სთვის შეკითხვების დასმა და პასუხების მიღება პირდაპირ KakaoTalk-ის ჯგუფურ ჩატებში, რითაც ChatGPT კორეაში შეტყობინებების მიმოცვლის ფართოდ გავრცელებულ ყოველდღიურ პლატფორმაში ინტეგრირდა.
კორეაში კორპორაციულ ChatGPT‑ს, OpenAI-ს API-ებსა და Codex-ს ასევე იყენებენ სხვადასხვა დარგის კომპანიები, მათ შორის LG Electronics, LG Uplus, LG CNS, GS E&C, Samsung SDS, TVING, Krafton, Toss, MUSINSA, Korea Zinc, Nexen Tire და HanaTour.


