ChatGPT ახლა თქვენი პარტნიორია ყველაზე ამბიციურ სამუშაოში
ChatGPT Work არის აგენტი, რომელსაც შეუძლია, იმოქმედოს თქვენს აპებსა და ფაილებში, საჭიროების შემთხვევაში საათობით დარჩეს პროექტთან და მიზანი დასრულებულ ნამუშევრად აქციოს.
წარმოგიდგენთ ChatGPT Work-ს — ესაა აგენტი, რომელიც უფრო ამბიციური ამოცანების შესრულებაში გეხმარებათ ChatGPT‑ში. მას შეუძლია თქვენს აპებსა და სამუშაო პროცესებში ინფორმაციის შეგროვება, რათა შექმნას დასრულებული მასალები, როგორიცაა ელცხრილები, სლაიდები, დოკუმენტები და ვებაპები, და საათობით დარჩეს რთულ პროექტებთან, დაშალოს ისინი მცირე ნაბიჯებად და დამოუკიდებლად შეასრულოს.
Codex-ის ჩაშენებული ტექნოლოგიით აღჭურვილი ChatGPT ახლა შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უფრო მეტ რამეს აკეთებს და რეალურ სამუშაოს ასრულებს ვებში, მობილურ მოწყობილობებსა და დესკტოპზე. Codex-ს ყოველკვირეულად 5 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ის თავიდან დეველოპერებისთვის განკუთვნილი აგენტის იყო კოდის წერისთვის, ახლა 1 მილიონზე მეტი ადამიანი მას პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიღმა სამუშაოს შესასრულებლად იყენებს, რაც აჩვენებს, როგორ შეუძლია მის შესაძლებლობებს უფრო ფართო დავალებების მხარდაჭერა.
ამ ამოცანების უკეთ სამართავად, ChatGPT Work მუშაობს ჩვენს უახლეს მოწინავე მოდელზე, GPT‑5.6‑ზე, რომლის გამოშვება ასევე დღეს იწყება. GPT‑5.6 მოდელი ChatGPT‑ს მრავალნაბიჯიანი ამოცანების გადაჭრაში და მასალების შექმნაში, რომლებიც თქვენს შაბლონებსა და რეფერენტულ ფაილებს ეყრდნობა, საუკეთესო შედეგებს სთავაზობს.
ChatGPT Worki-ს გამოყენების სწავლის საუკეთესო გზა არის მისთვის იმ დავალების მიცემა, რომელიც უკვე კარგად იცით: თვის ბოლოს ბიუჯეტის გადახრის გაანალიზება, საწყისი მასალების გადაქცევა მარკეტინგული კამპანიის რეზიუმედ ან გაყიდვების შეხვედრისთვის მომზადება. შეგიძლიათ, მიჰყვეთ მის პროგრესს, უპასუხოთ შეკითხვებს, შეცვალოთ მიმართულება და დაამტკიცოთ მნიშვნელოვანი მოქმედებები.
ChatGPT Work-ს შეგიძლიათ, ერთი მოთხოვნით მთელი სამუშაო პროცესებიც გადასცეთ შესასრულებლად. მაგალითად, მას შეუძლია მომხმარებელთა კვლევა კამპანიის მოკლე რეზიუმედ აქციოს, ამ რეზიუმეთი მარკეტინგული მასალები შექმნას და ისინი სხვადასხვა ბაზარს მოარგოს და ამასთანავე, კონტექსტი ყველა ნაბიჯში შეინარჩუნოს.
მაშინაც კი, როცა კომპიუტერთან ან ტელეფონთან არ ხართ, ChatGPT Work-ს შეუძლია, პროექტები წინ წასწიოს დაგეგმილი დავალებების მეშვეობით. მაგალითად, მას შეუძლია, Microsoft Teams-იდან და Slack-იდან ახალი შეტყობინებები დამოუკიდებლად აქციოს განახლებულ დოკუმენტებად ან სლაიდებად, შემდეგ კი მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს გუნდს გაუზიაროს.
ადრეულ ტესტირებაში ვნახეთ, როგორ აფართოებს ChatGPT Work მომხმარებლების შესაძლებლობებს:
OpenAI-ს შიგნით გუნდების თითქმის 100%, მათ შორის ფინანსებისა და გაყიდვების გუნდები ChatGPT Work-ს და Codex-ს იყენებენ, რათა უფრო სწრაფად იმოძრაონ, უფრო რთული დავალებები აიღონ და კლიენტებთან მეტი დრო გაატარონ.
- გაყიდვების სფეროში ChatGPT Wrk-მმა გაცნობითი საუბარი ადაპტირებულ კონცეფციის დასაბუთებად აქცია მისიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემისთვის და 24 საათზე მეტი არ დასჭირვებია ამისთვის. ამ პროცესს, როგორც წესი, კვირები სჭირდება. ChatGPT‑მ ჩანაწერები დაალაგა, მოთხოვნა გადაწყვეტების არქიტექტორთან გადაამისამართა და ტექნიკურ გუნდთან ითანამშრომლა, რითაც პასუხისმგებელ პირს საშუალება მისცა, მომხმარებელზე კონცენტრირებულიყო და ღირებულ საკონსულტაციო პარტნიორად დარჩენილიყო.
- ფინანსების სფეროში ChatGPT Work-ის თვის დახურვისა და პროგნოზირების პროცესი დღეებიდან საათებამდე შეამცირა: დაეხმარა გუნდებს საწყისი მონაცემების პოვნაში, Excel-სა თუ Sheets-ში მათ გადატანაში, შეჯერებაში, სლაიდების შექმნასა და შედეგების შემოწმებაში. ეს ფინანსების გუნდს მეტ დროს უტოვებს იმისთვის, რომ გაიგონ, რა შეიცვალა პროგნოზში, რატომ შეიცვალა და ხელმძღვანელებს რჩევა მისცენ, რა უნდა გააკეთოს კომპანიამ შემდეგ.
ვებსა და მობილურზე ChatGPT Work დღეიდან ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი Pro, კორპორაციული და საგანმანათლებლო გეგმებისთვის. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი Plus და ბიზნესზე მორგებული გეგმებისთვის. ChatGPT‑ს სამაგიდო აპში Chat, Work და Codex ხელმისაწვდომია ყველა გეგმაში, მათ შორის უფასო გეგმაშიც, ხოლო მისი ჩამოტვირთვა Windows-სა და Mac-ზე.(იხსნება ახალ ფანჯარაში)შესაძლებელია მთელ მსოფლიოში.

ChatGPT Work შექმნილია იმისთვის, რომ დავალებების შესრულება გაგრძელდეს, სადაც არ უნდა იყოთ. შეგიძლიათ, მას სთხოვოთ, ტელეფონიდან დაიწყოს დავალება, გადახედოს მონახაზს, სადაც არ უნდა იყოთ ან შეხვედრებს შორის შეამოწმოს უფრო ხანგრძლივი სამუშაო პროცესის სტატუსი. როცა სამუშაო მაგიდას დაუბრუნდებით, იმავე საქმეს ვებში გააგრძელებთ.
კიდევ უფრო მძლავრი გამოცდილების შესაქმნელად ChatGPT‑ს სამაგიდო აპი ახლა მეტ რამეს აკეთებს. დესკტოპზე ChatGPT‑ს შეუძლია, თქვენი ლოკალური ფაილები და აპები გამოიყენოს საქმის შესასრულებლად. ვებზე დაფუძნებული სამუშაოსთვის ახალი ჩაშენებული ბრაუზერი ChatGPT‑ს საშუალებას აძლევს, შემოიტანოს ვებსაიტები, ხელსაწყოები და ონლაინფაილები, რაც ერთიან სივრცეს გთავაზობთ სამუშაოს წინ წასაწევად.
დღეიდან Codex-ის აპი ChatGPT‑ის ახალ დესკტოპ აპთან ერთიანდება. Codex რჩება იმავე მძლავრ კოდირების აგენტად დეველოპერებისა და ტექნიკური სპეციალისტებისთვის, ახლა ახალი შესაძლებლობებით(იხსნება ახალ ფანჯარაში) ძირითადი სამუშაო პროცესების ფარგლებში, მათ შორის ჩასმული რედაქტირება დიფებში, pull request-ის გადახედვა გვერდით პანელში, კომპიუტერის უფრო სწრაფი გამოყენება (GPT‑5.6‑ზე დაფუძნებით) და ერთ პროექტში რამდენიმე რეპოზიტორიუმის მხარდაჭერა.


ChatGPT Work რეჟიმის გამოსაყენებლად პლაგინების მეშვეობით დააკავშირეთ ის ხელსაწყოები და კონტექსტი, სადაც თქვენი სამუშაო უკვე მიმდინარეობს.
პლაგინები ChatGPT‑ს აკავშირებს აპებსა და სისტემებთან, როგორიცაა Slack-ი და Microsoft Teams-ი, Google Drive-ი და SharePoint-ი, ელფოსტა, კალენდრები, CRM-ები, პროექტების ტრეკერები და სხვა შიდა ხელსაწყოები. ChatGPT ავტომატურად მიხვდება, როდის მიმართოს პლაგინს თქვენი პრომპტის გათვალისწინებით, თუმცა შეგიძლიათ, კონკრეტული აპიდან კონტექსტის ამოღებაც დაავალოთ: პრომპტში აკრიფეთ „@“, შემდეგ კი აპის სახელი. პლაგინების ახალი ერთიანი კატალოგი პლაგინებს ერთ სივრცეში აერთიანებს, ხოლო ChatGPT საუბრისას შესაბამის ვარიანტებს შემოგთავაზებთ.

თქვენი აპებისა და ხელსაწყოების დაკავშირების შემდეგ ChatGPT‑ს შეუძლია, გაიგოს, რას ცდილობთ, შესაბამისი წყაროებიდან შემოიტანოს ინფორმაცია, შექმნას დოკუმენტები, პრეზენტაციები და ანალიზები და ფონურ რეჟიმში გააუმჯობესოს მონახაზები, თქვენ კი კონტროლს ინარჩუნებთ ამ ყველაფერზე.

ასევე, საჯარო ბეტა ვერსიის სახით წარმოგიდგენთ საიტებს ChatGPT‑ში. საიტების მეშვეობით შეგიძლიათ, თქვენი სამუშაო ან იდეები ინტერაქციულ საიტად ან ვებაპად აქციოთ და URL-ით გაუზიაროთ თქვენს გუნდს ან საზოგადოებას. საიტები გამოგადგებათ, როცა გსურთ, შექმნათ საინფორმაციო დაფები, პროექტების ტრეკერები, გაშვების კალენდრები, პროტოტიპები, შიდა პორტალები და ინტერაქციული ანგარიშები. შეგიძლიათ, შექმნილი საიტები პირდაპირ ChatGPT‑ში გამოცადოთ და პროექტში ახალი ვებკონტექსტიც შემოიტანოთ. ChatGPT‑ს მათი განახლებაც შეუძლია, თუ საბაზისო ინფორმაცია შეიცვლება.

ChatGPT Work დაგეხმარებათ რუტინული დავალებების მოცილებაში, რათა უფრო მნიშვნელოვან სამუშაოზე კონცენტრირდეთ.
დაგეგმილი დავალებები საშუალებას გაძლევთ, ChatGPT‑ს სთხოვოთ, მოქმედება ერთხელ შეასრულოს, გაიმეოროს გრაფიკით ან მოვლენის დადგომისას, ან დროთა განმავლობაში ცვლილებებს დააკვირდეს.
დაგეგმილმა დავალებებმა თქვენი დაკავშირებული აპები და ბრაუზერი შეიძლება გამოიყენოს, რათა:
- ყოველ კვირას გადახედოს Slack-ის განახლებებს და განაახლოს განმეორებადი შეხვედრის დღის წესრიგი.
- ყოველ დილით შეამოწმოს ვებსაიტები და საინფორმაციო დაფები, შეაჯამოს ცვლილებები და გაგზავნოს ანგარიში.
- დააკვირდეს მომხმარებელთა ახალ უკუკავშირს და განმეორებადი თემები პრიორიტეტულ პროდუქტის იდეებად აქციოს.
- ელფოსტით ახალი უკუკავშირის მიღებისას განაახლოს პრეზენტაცია.
თქვენ ინარჩუნებთ კონტროლს იმაზე, როგორ ურთიერთქმედებს ChatGPT თქვენთან. თქვენ წყვეტთ, რაზე ექნება წვდომა, როდის უნდა შეგეხმიანოთ და როდის დასჭირდება თქვენი დასტური მოქმედებამდე. შეგიძლიათ გადახედოთ პროგრესს და პრიორიტეტების ცვლილებისას სამუშაოს მიმართულება მისცეთ.

დესკტოპზე ChatGPT‑ს ახლა აქვს ჩაშენებული ბრაუზერი, რომელიც გეხმარებათ ინფორმაციის ონლაინ შეგროვებაში, ვებზე დაფუძნებული ხელსაწყოების გამოყენებასა და ვებზე დაფუძნებული სამუშაოს დახვეწაში ერთ სივრცეში.
შეგიძლიათ, ChatGPT‑ს სთხოვოთ, გამოიკვლიოს ბაზარი, შეადაროს ერთმანეთს წყაროები, მოიტანოს ინფორმაცია ვებსაიტებიდან ან აპშივე გახსნას და დახვეწოს ფაილები Google Workspace-იდან და Microsoft 365-იდან. მას შეუძლია ბრაუზერით ახალი კონტექსტის შემოტანა, ვებგვერდებზე ნაბიჯების შესრულება და სამუშაოს წინ წაწევა, სანამ თქვენ შედეგს ამოწმებთ და მიმართულებას აძლევთ.
დესკტოპზე Computer Use (კომპიუტერის გამოყენება) ChatGPT‑ს საშუალებას აძლევს, თქვენი სახელით გამოიყენოს კომპიუტერი და ფონურ რეჟიმში შეასრულოს დავალებები აპებში, ხელსაწყოებსა და ბრაუზერში, რაც მოიცავს საჭირო ადგილზე ფაილების გადატანას, აკრეფასა და დაწკაპუნებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ ერთჯერადი დავალებისთვის ან დაგეგმილი დავალების ნაწილის სახით, როცა განმეორებადი სამუშაო თქვენს კომპიუტერში ნაბიჯების შესრულებას გულისხმობს.
ამასთანავე, ვაახლებთ Chrome-ის გაფართოებას, რათა ChatGPT‑ს გამოყენება პირდაპირ Chrome-ის გვერდითა პანელში გახდეს შესაძლებელი. ეს შესაძლებლობები ეფუძნება იმას, რაც Atlas-ისგან და იმ მომხმარებლებისგან ვისწავლეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ, გაგვეგო, როგორ შეუძლია აგენტურ ხელსაწყოებს ბრაუზერზე დაფუძნებული სამუშაო უფრო სასარგებლო გახადოს. დავიწყებთ ავტონომიურ ბრაუზერ Atlas-ის მხარდაჭერის შეწყვეტას და მომხმარებლებს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ გადავიდნენ ChatGPT‑ზე.
ChatGPT Work იმთავითვე მძლავრია სხვადასხვა ტიპის სამუშაოსთვის: მას შეუძლია რთული სამუშაო პროცესების მხარდაჭერა იმ აპების, ფაილებისა და ხელსაწყოების გამოყენებით, რომელთა დაკავშირებასაც თითოეული გუნდი ირჩევს. ქვემოთ მოცემულია რეალური გამოყენების შემთხვევები, რომლებიც გუნდებში ვნახეთ:
გაყიდვები: გამყიდველებს შეუძლიათ რეალურ დროში მართვის პანელი მუდმივად განახლებულ მდგომარეობაში შეინარჩუნონ აქტივობების ცვლილების შესაბამისად, ანგარიშის გეგმების ხელით ხელახლა შექმნის გარეშე. ChatGPT Work-ს შეუძლია ახალი სიგნალების შეჯერება, შემდეგი ნაბიჯების განახლება და გამყიდველებს დაეხმაროს, მეტი დრო დაუთმონ გარიგებების წინ წაწევას. [მაგალითი მოთხოვნა: შექმენით ავტომატიზაცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ანგარიშის ახალ აქტივობას და ამ საიტს ყოველდღე 8:00 საათზე განაახლებს]
თქვენი ორგანიზაცია კონტროლს ინარჩუნებს მაშინაც, როცა ChatGPT უფრო არსებით სამუშაოს იღებს გუნდებისთვის. ChatGPT აგებულია უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, შესაბამისობისა და სამუშაო სივრცის მართვის საფუძველზე, რომელიც კორპორაციული ChatGPT‑ს ნაწილია. კორპორაციული და საგანმანათლებლო გეგმების ადმინისტრატორებს შეუძლიათ, ცენტრალიზებულად მართონ, ვის ექნება წვდომა, კომპანიის რა კონტექსტს გამოიყენებს ChatGPT, რომელ ხელსაწყოებს დაუკავშირდება და რა მოქმედებებს შეასრულებს. შესაბამისობის API(იხსნება ახალ ფანჯარაში) მასშტაბურად იძლევა ChatGPT Work-ს ხელმისაწვდომი საუბრებისა და მოქმედებების ხილვის საშუალებას, რომ მხარის დაუჭიროს კორპორაციულ ზედამხედველობას.
კონტროლები თითოეულ გარემოზეა მორგებული. ვებში ადმინისტრატორებს შეუძლიათ, მართონ წვდომა პლაგინებსა და დაკავშირებულ ხელსაწყოებზე, დააკონფიგურირონ ბრაუზერის გამოყენება და ქსელზე წვდომა ღრუბლოვანი გარემოებისთვის და შეზღუდონ სენსიტიური მოქმედებები დაკავშირებულ სისტემებში. დესკტოპზე ChatGPT Work ეყრდნობა Codex-ის კორპორაციული მართვის მოდელს(იხსნება ახალ ფანჯარაში) და ადმინისტრატორის კონტროლებს(იხსნება ახალ ფანჯარაში), რითაც კორპორაციული დამცავი მექანიზმები შემოაქვს ლოკალურ ფაილებთან, აპებთან, ბრაუზერებსა და ხელსაწყოებთან დაკავშირებულ სამუშაოში, რაც მოიცავს პოლიტიკებს აგენტის ქსელური წვდომის მართვისთვის.
ავტომატური შემოწმება დაცვის კიდევ ერთ ფენას ამატებს: ჩვენი ყველაზე მოწინავე მოდელები შესრულებამდე ამოწმებს მნიშვნელოვან მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულ ხელსაწყოებსა და API-ებს ეხება, რაც კონფიდენციალური ინფორმაციის არაავტორიზებული გაზიარების თავიდან აცილებაში გვეხმარება.
ChatGPT Work რეჟიმი ვებში და მობილურ მოწყობილობებზე დღეიდან გახდება ხელმისაწვდომი, პირველ რიგში, Pro, კორპორაციული და საგანმანათლებლო გეგმების მომხმარებლებისთვის, ხოლო მომდევნო რამდენიმე დღეში Plus და ბიზნესზე მორგებული გეგმების მომხმარებლებზეც გავრცელდება. ChatGPT‑ს განახლებული სამაგიდო აპი(იხსნება ახალ ფანჯარაში) დღეს მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი Mac-სა და Windows-ზე, ხოლო Chat, Work და Codex ხელმისაწვდომია ყველა გეგმის, მათ შორის უფასო გეგმის მომხმარებლებისთვის.
თუ უკვე იყენებთ Codex აპს, შეგიძლიათ ჩვეულებრივად განაახლოთ და ის ახალ ChatGPT დესკტოპ აპად იქცევა. დეველოპერებს შეუძლიათ Codex გახადონ ნაგულისხმევი ხედი დესკტოპის აპის გახსნისას და აპის ხატულად Codex-ის ლოგო აირჩიონ. დესკტოპის Codex-ის პროექტები ხელმისაწვდომია ChatGPT‑ის მობილური აპიდან, უშუალოდ მუშაობის პროცესში. ChatGPT‑ის დესკტოპ აპის არსებულ ვერსიას დაერქმევა ChatGPT Classic.
ChatGPT Work შექმნილია უფრო ხანგრძლივი და კომპლექსური სამუშაოსთვის, ვიდრე ტიპიური ჩატის მოთხოვნა, ამიტომ მისი გამოყენების წესიც განსხვავებულია. მოხმარება იცვლება საჭირო სამუშაოს მოცულობის მიხედვით, ხოლო უფრო რთულმა ამოცანებმა შესაძლოა თქვენი გეგმით გათვალისწინებული მოხმარების უფრო დიდი ნაწილი გამოიყენოს. ChatGPT Work მიჰყვება Codex-ის გამოყენების იმავე სტრუქტურას(იხსნება ახალ ფანჯარაში).
კორპორაციული და საგანმანათლებლო ChatGPT‑ს ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ ხარჯვის კონტროლების(იხსნება ახალ ფანჯარაში) დაყენება ადმინისტრატორის კონსოლში(იხსნება ახალ ფანჯარაში), რათა დანერგვის ზრდასთან ერთად მართონ ChatGPT Work. ადმინისტრატორებს შეუძლიათ გუნდებში მნიშვნელოვანი სამუშაოს მხარდაჭერა ლიმიტების ფართოდ გაზრდის გარეშე: სამუშაო სივრცის დონეზე ნაგულისხმევი პარამეტრების დაყენებით, ჯგუფური ლიმიტების კონფიგურაციით, ინდივიდუალური გამონაკლისების შექმნით მათთვის, ვისაც მეტი სიმძლავრე სჭირდება, და დამატებითი კრედიტების მოთხოვნების განხილვით მომხმარებლების მიერ პროექტის შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და დასაბუთების გათვალისწინებით.
ეს არის პირველი ნაბიჯი ChatGPT‑ს უფრო ფართო ხედვისკენ — სადაც ინტელექტი შეკითხვებზე პასუხის გაცემას სცდება და ყველას ეხმარება, ყველაზე დიდი იდეები რეალობად იქცეს.


