წარმოგიდგენთ ChatGPT for Excel-სა და ფინანსური მონაცემების ახალ ინტეგრაციებს
გამოიყენეთ ChatGPT for Excel, რათა უფრო სწრაფად შექმნათ, განაახლოთ და გააანალიზოთ ელცხრილები, ფინანსური სამუშაო პროცესებისთვის კი ისარგებლეთ ChatGPT‑ში ახალი ინტეგრაციებით.
განახლება 2026 წლის 22 აპრილს: ChatGPT for Google Sheets ახლა უკვე ხელმისაწვდომია ბეტა ვერსიაში, რაც ChatGPT‑ს Google Sheets-ში ამატებს, რათა მომხმარებლებმა ბუნებრივი ენის გამოყენებით შექმნან, გააანალიზონ და განაახლონ ელცხრილები. ასევე დავამატეთ აპებთან ინტეგრაციებისა და უნარების მხარდაჭერა როგორც ChatGPT for Excel-ში, ისე ChatGPT for Google Sheets-ში. შეიტყვეთ მეტი(იხსნება ახალ ფანჯარაში).
დღეს წარმოგიდგენთ ChatGPT for Excel-ს(იხსნება ახალ ფანჯარაში) ბეტა ვერსიაში — Excel-ის დანამატს, რომელსაც ChatGPT პირდაპირ სამუშაო წიგნებში შემოაქვს, რათა დაგეხმაროთ მოდელების შექმნასა და განახლებაში, სცენარების გაშვებასა და უჯრედებსა და ფორმულებზე დაფუძნებული შედეგების გენერირებაში. ის მხარდაჭერილია GPT‑5.4‑ით და მომხმარებლებს ეხმარება Excel-ში მეტის გაკეთებაში, გამოცდილ მომხმარებლებს ხელს უწყობს უფრო სწრაფად მუშაობაში და შეუძლია გუნდებს შორის შეთანხმებულობის გაუმჯობესება.
ჩვენ ასევე ვამატებთ ფინანსური მონაცემების ინტეგრაციებს პირდაპირ ChatGPT‑ში FactSet-ისთვის, Dow Jones Factiva-სთვის, LSEG-ისთვის, Daloopa-სთვის, S&P Global-ისა და სხვა სერვისებისთვის, რაც ამარტივებს ChatGPT‑ში სანდო ფინანსურ მონაცემებთან მუშაობას. ერთად ეს შესაძლებლობები გუნდებს ეხმარება ხელით მუშაობისთვის ნაკლები, ანალიზების, გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულებისთვის კი მეტი დროის დათმობაში.
GPT‑5.4 (როგორც GPT‑5.4 Thinking) დღეს ხელმისაწვდომია ChatGPT‑ში, Codex-სა და API-ში. ეს ჩვენი ყველაზე მოწინავე მოდელია, რომელიც იდეალურია ფინანსური მსჯელობისა და Excel-ზე დაფუძნებული მოდელირებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ დარგის პრაქტიკოსებთან, რათა გაგვეუმჯობესებინა GPT‑5.4 რეალურ ფინანსურ სამუშაო პროცესებში, რომელთა დასრულებასაც ანალიტიკოსები ხშირად საათებს ან დღეებს ანდომებენ; მათ შორისაა ფინანსური მოდელირება, სცენარების ანალიზი, მონაცემების გამოტანა და ვრცელი კვლევა. შედეგად მივაღწიეთ მუშაობის უფრო მაღალ ეფექტიანობას ისეთ ამოცანებში, რომლებსაც ფინანსების პროფესიონალები ყოველდღიურად იყენებენ.
OpenAI-ს შიდა საინვესტიციო-საბანკო შეფასების სტანდარტით, რომელიც აფასებს რეალურ სამუშაო პროცესებს (როგორიცაა სწორი ფორმატირებისა და ციტირებების საფუძველზე სამანგარიშიანი ფინანსური მოდელის შექმნა), GPT‑5‑ის 43,7%-იან მაჩვენებელთან შედარებით GPT‑5.4 Thinking მოდელით მუშაობის ეფექტურობა 87,3%-მდე გაუმჯობესდა.
წარმოგიდგენთ ChatGPT for Excel-ს ბეტა ვერსიაში — ChatGPT‑ს ვერსიას, რომელიც პირდაპირ ელცხრილებშია ჩაშენებული და რომელსაც შეუძლია მოდელების შექმნა, გაანალიზება და განახლება იმავე ფორმულებითა და სტრუქტურებით, რომლებსაც გუნდები უკვე იყენებენ. ფორმულების წერაში, ბმულების გადამოწმებასა და მოდელების გასწორებაში დროის დახარჯვის ნაცვლად ანალიტიკოსებს, სტრატეგებს, მკვლევრებსა და ბუღალტრებს შეუძლიათ იმუშაონ უფრო სწრაფად, შეამცირონ სამუშაოს ხელით შესრულების საჭიროება და კონცენტრირდნენ განსჯასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე.

- შექმენით და განაახლეთ ელცხრილების მოდელები უფრო სწრაფად ელცხრილების მოდელების შექმნის ან სცენარების ანალიზის ხელით შესრულების ნაცვლად გუნდებს შეუძლიათ მარტივი ენით აღწერონ, რა სჭირდებათ, და ChatGPT რეალური დროის რეჟიმში, პირდაპირ სამუშაო წიგნში შექმნის ან განაახლებს Excel-ის მოდელებს. მონაცემთა ანალიზის გაშვება, ანგარიშგება, მარაგებისა და ბიუჯეტის მართვა გუნდებს შეუძლიათ სტრუქტურის, ფორმულებისა და დაშვებების ფორმატირებულ, Excel-ის სამუშაო წიგნში შენარჩუნებით.
- მიიღეთ ანალიტიკური ინფორმაცია დიდი მოცულობის ელცხრილებიდან ხელით შეჯერების გარეშე ChatGPT‑ს შეუძლია გააანალიზოს სამუშაო წიგნებს შორის არსებული მონაცემები, დაადგინოს, როგორ უკავშირდება ცხრილები და ფორმულები მოდელს, ახსნას, რატომ შეიცვალა შედეგები, მოიკვლიოს და გამოასწოროს შეცდომები და აჩვენოს, როგორ ვრცელდება დაშვებები მოდელში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც მომხმარებლები იღებენ უკვე არსებულ შაბლონებს, სჭირდებათ მათში სწრაფად გარკვევა ან სურთ, გადაწყვეტილებების მიღებამდე გაიგონ და გამოსცადონ სამუშაო წიგნი.
- თვალი მიადევნეთ ლოგიკას და ენდეთ შედეგებს. ChatGPT ხსნის, რას აკეთებს მუშაობისას, და პასუხებს აკავშირებს ზუსტად იმ უჯრებთან, რომლებსაც მითითების სახით იყენებს და აახლებს. ვინაიდანაც გამოთვლები პირდაპირ Excel-ში სრულდება, გუნდებს შეუძლიათ დაშვებების მიკვლევა, ფორმულების შემოწმება და შედეგების მიღების პროცესის გადამოწმება. სამუშაო წიგნში ცვლილებების შეტანამდე ChatGPT ითხოვს ნებართვას, რათა მომხმარებლებმა შეძლონ თითოეული ნაბიჯის გადამოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეტანილი ცვლილებების გაუქმება.
მომხმარებელთა გამოხმაურების საფუძველზე სწრაფად ვაუმჯობესებთ ChatGPT for Excel-ს. ზოგიერთ პასუხს შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს, რადგან ვაგრძელებთ მუშაობის ეფექტურობის ოპტიმიზაციას, გენერირებული შედეგებისთვის კი შესაძლოა საჭირო გახდეს დროდადრო დამატებითი გასუფთავება ან კორექტირება, რათა ისინი ელცხრილის თქვენთვის სასურველ ფორმატირებას ან განლაგების სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ChatGPT‑ს შეუძლია ფორმულების შექმნა და ახსნა, მაგრამ რთული ფორმულები ან გამონაკლისი შემთხვევები შესაძლოა მაინც საჭიროებდეს ხელით დახვეწას.
ChatGPT for Excel (იხსნება ახალ ფანჯარაში)ბეტა ვერსია გლობალურად ხელმისაწვდომია ChatGPT Business-ის, Enterprise-ის, Edu-ს, Teachers-ისა და K-12-ის მომხმარებლებისთვის, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ კი —ChatGPT Pro-სა და Plus-ის მომხმარებლებისთვის. ChatGPT for Google Sheets ხელმისაწვდომი იქნება მალე.
Enterprise-ის, Edu-სა და Teacher-ის სამუშაო სივრცეებში წვდომა ნაგულისხმევადაა გამორთული. ადმინისტრატორებს შეუძლიათ მისი ჩართვა კონკრეტული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქვთ მორგებული როლები და ჯგუფის ნებართვები.
გუნდებს, რომლებიც მუშაობენ ფინანსურ სამუშაო პროცესებში, მონაცემთა ახალი ინტეგრაციები და მოდელის კონტექსტის პროტოკოლის (MCP)(იხსნება ახალ ფანჯარაში) გამოყენებით საკუთარი აპლიკაციების შექმნის გზით საკუთრების მონაცემების მხარდაჭერა უმარტივებს ბაზრის, კომპანიისა და შიდა მონაცემების ChatGPT‑ში ერთიან სამუშაო პროცესად გაერთიანებას. GPT‑5.4‑ით ChatGPT‑ს შეუძლია უფრო ვრცელი კონტექსტისა და რთული ამოცანების დამუშავება, რაც შეფასებისთვის, ფინანსური და იურიდიული აუდიტისთვის, ანდერაიტინგისა და დაკავშირებული სამუშაოებისთვის გუნდებს ეხმარება კომპანიის შესახებ ინფორმაციის უფრო სწრაფად მოძიებაში, მოდელის განახლებასა და ციტირებული შედეგების მომზადებაში.
გაამარტივეთ კვლევა და ანალიზი
დღეს გამოშვებული ინტეგრაციები — მათ შორის: Moody’s, Dow Jones Factiva, MSCI, Third Bridge, MT Newswires და მალე FactSet-იც — ბაზრის, კომპანიისა და შიდა მონაცემებს ChatGPT‑ში აერთიანებს ერთიან სამუშაო პროცესად, როგორც აპლიკაციების მზარდი ეკოსისტემის ნაწილს. ეს მომხმარებლებს ეხმარება, ნაკლები დრო დახარჯონ მონაცემების შეგროვებაში და უფრო სწრაფად აწარმოონ ციტირებული შედეგები, როგორებიცაა შემოსავლების შეჯამებები, შეფასების მოკლე მიმოხილვები და საკრედიტო მემორანდუმები. გაეცანით აპებს(იხსნება ახალ ფანჯარაში) დღესვე.

სწრაფად ჩაატარეთ ფინანსური და იურიდიული აუდიტი
გუნდებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ აპები, რომლებიც აღჭურვილია ChatGPT‑ში კვლევის ფუნქციით, რათა ანგარიშებიდან, ტრანსკრიპტებიდან, პრეზენტაციებიდან და ელცხრილებიდან გამოიტანონ მონაცემები და შექმნან სტრუქტურირებული, ციტირებული შედეგები, რომელთა ექსპორტირებაც PDF-ში ან Microsoft Word-ში იქნება შესაძლებელი. ბოლო განახლებები მომხმარებლებს აძლევს კვლევის პროცესზე უფრო მეტ კონტროლს, რაც მოიცავს კონკრეტულ ვებსაიტებსა და მონაცემთა წყაროებზე ფოკუსირების, პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას კვლევის გეგმის განსაზღვრისა და წყაროებისა და ციტირებების განახლებულ სამუშაო სივრცეში გადახედვის შესაძლებლობებს.

ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სამუშაო პროცესებში ChatGPT‑ს ნერგავენ, ChatGPT Enterprise მოიცავს უსაფრთხოების, მართვისა და წვდომის კონტროლის მექანიზმებს, რომლებიც საჭიროა ChatGPT‑ის თავდაჯერებულად გამოყენებისთვის, განსაკუთრებით რეგულირებულ ან მონაცემებისადმი მგრძნობიარე გარემოებში:
- მართეთ და აკონტროლეთ წვდომა RBAC-ის, SAML SSO-ს, SCIM-ისა და აუდიტის ჟურნალების მეშვეობით, გავრცელებული DLP და SIEM ხელსაწყოების მხარდაჭერით.
- დაიცავით კომპანიის მონაცემები TLS 1.2+-ით დაშიფვრით, მათი გადაცემისას, და AES-256-ით — მათი სხვაგვარად შენახვისას. გარდა ამისა, მიიღეთ კორპორაციული გასაღებების მართვის მხარდაჭერაც.
- დააკმაყოფილეთ მონაცემთა რეგიონული მოთხოვნები მონაცემთა ადგილმდებარეობითა და რეგიონული დამუშავების კონტროლის მექანიზმებით.
- ChatGPT Enterprise-თან გაზიარებული მონაცემები ნაგულისხმევად არ გამოიყენება ჩვენი მოდელების გასაწვრთნელად ან გასაუმჯობესებლად.
შეიტყვეთ მეტი ჩვენი კორპორაციული დონის უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და შესაბამისობის პროგრამების შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს გუნდს
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რადგან ისინი ChatGPT‑ს იყენებენ კვლევის, ანდერაიტინგის, აუდიტის, კლიენტებთან ურთიერთობის, კოდის მოდერნიზაციისა და ოპერაციების მიმართულებით. ბანკებში, აქტივების მმართველებსა და სადაზღვევო სექტორში ვხედავთ გავლენას ისეთ სამუშაო პროცესებზე, როგორებიცაა ფინანსური და იურიდიული აუდიტი, მომხმარებელთა გამოცდილება და საინვესტიციო კვლევა — და ჩვენ გავაგრძელებთ სწავლას მომხმარებლებთან ერთად, მათ სამუშაო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მასშტაბირების პარალელურად.
„ChatGPT-მ მნიშვნელოვნად დააჩქარა ჩვენი კვლევისა და დეტალური შემოწმების სამუშაო პროცესები — ფინანსური ანალიზიდან და ბაზრის კვლევიდან დაწყებული, იურიდიული განხილვითა და შიდა მემორანდუმების წერით დამთავრებული. მან ამავდროულად გააუმჯობესა გუნდებს შორის შეთანხმებულობაც. მისი მეშვეობით გაფართოვდა ჩვენი გუნდის შესაძლებლობები და ჩვენს საინვესტიციო პროფესიონალებს მეტი დრო გამოუთავისუფლდათ განსჯაზე, დებატებსა და მტკიცე პოზიციის ჩამოყალიბებაზე ფოკუსირებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ახალი შესაძლებლობების ადრეული მომხმარებლები ვართ და ხელს შევუწყობთ ჩამოყალიბებას იმისა, თუ როგორ გარდაქმნის ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სერვისებს მომდევნო წლებში”.
ეს გაშვება ეფუძნება ანალიტიკოსებთან, სტრატეგებთან, მკვლევრებთან და ბუღალტრებთან OpenAI-ს მიმდინარე თანამშრომლობას. ჩვენ ვსწავლობთ რეალური ინტეგრაციების საფუძველზე, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და მოდელი და დავეხმაროთ ინსტიტუციებს უფრო სწრაფად წინსვლაში, რეგულირებულ გარემოში პასუხისმგებლიანი საქმიანობის პირობებში.
მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს გუნდს. არსებულ მონაცემებში, აპლიკაციებსა და ოპერაციულ მოდელებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის კორპორატიულ მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ OpenAI-სთან მუშაობა ან თანამშრომლობა ისეთ გამოცდილ პარტნიორებთან, როგორებიცაა Accenture, Bain, Boston Consulting Group (BCG), McKinsey & Company და PwC.


