RingCentral Phone
ზარები, SMS და ხმოვანი შეტყობინებები
- კატეგორია
- პროდუქტიულობა
- დეველოპერი
- RingCentral
- ვებსაიტი
- (იხსნება ახალ ფანჯარაში)
როგორ მუშაობს
RingCentral Phone გეხმარებათ, მართოთ თქვენი პირადი კომუნიკაცია RingCentral-ში პირდაპირ ChatGPT-დან. ნახეთ გამოტოვებული ზარები, მოძებნეთ SMS მიმოწერა, გაეცანით ხმოვან შეტყობინებებსა და გზავნილების დეტალებს, შეამოწმეთ ზარების ჩანაწერები ან AI-ს შენიშვნები, მოიძიეთ კონტაქტები და ნახეთ მომხმარებელთა სტატუსი — სხვა ხელსაწყოებზე გადასვლის გარეშე. ის განკუთვნილია ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ყოველდღიური კომუნიკაციის უფრო სწრაფად მართვა სურთ. მიმართეთ ჩვეულებრივი ენით, მაგალითად: „ვინ დამირეკა გუშინ?“, „მომიძებნე მიმოწერა ალექსთან“ ან „მაქვს მოუსმენელი ხმოვანი შეტყობინებები?“ და RingCentral Phone თქვენი RingCentral ანგარიშიდან შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას შეძლებს. როცა პასუხის გასაცემად მზად იქნებით, ის RingCentral-ის მეშვეობით SMS შეტყობინებების გაგზავნაშიც დაგეხმარებათ. RingCentral Phone პირად კომუნიკაციაზეა ორიენტირებული და არა ანგარიშის ადმინისტრირებაზე, სერვისების გამართვასა თუ მთელი გუნდის სისტემის მართვაზე. ეს ბეტა ვერსია პირველი ნაბიჯია RingCentral-ის კომუნიკაციის იმ AI ხელსაწყოებში ინტეგრაციისკენ, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ. მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე ის კვლავაც გაუმჯობესდება.
კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ?
მომხმარებლებთან ზარების მიმოხილვა
RingCentral Phone გადახედე მომხმარებლებთან გუშინდელ ზარებსა და AI-ს არსებულ შენიშვნებს. შეაჯამე მთავარი თემები და დასახელებული შემდგომი ნაბიჯები; გამოყავი ზარები, რომელთა შესახებაც დეტალები არასაკმარისია.
ხმოვან შეტყობინებებზე პასუხის რიგითობა
RingCentral Phone გადახედე ჩემს მოუსმენელ ხმოვან შეტყობინებებს და მირჩიე, რომელს ვუპასუხო ჯერ. მოკლედ აღწერე თითოეული თხოვნა და დაურთე ინფორმაცია დამრეკავზე, თუ ხელმისაწვდომია.
კომუნიკაციის შეჯამება
RingCentral Phone შეაჯამე ჩემი ბოლო სამუშაო დღის ზარები, ხმოვანი შეტყობინებები და SMS-ები. გამოყავი მოუგვარებელი საკითხები და მიუთითე შესაბამისი ჩანაწერები.
რა შედის
აპლიკაცია
RingCentral Phone
უნარი
- daily-communications-digest
რესურსები
დაამატეთ RingCentral Phone პლაგინი რამდენიმე დაწკაპუნებით
ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია პლაგინზე, თქვენს გეგმასა და სამუშაო სივრცის პარამეტრებზე. ზოგიერთი კავშირისთვის საჭიროა ადმინისტრატორის მიერ დაყენება ან დამტკიცება. თუ წვდომა დაბლოკილია, დაუკავშირდით თქვენი სამუშაო სივრცის ადმინისტრატორს.
გაეცანით დაკავშირებულ პლაგინებს
Sales
მოამზადეთ კლიენტებთან მუშაობის მასალები და შემდგომი კომუნიკაცია.
Documents
დოკუმენტების შექმნა და ჩასწორება
Google Calendar
მოძებნეთ მოვლენები და ხელმისაწვდომობა.
Slack
მოძებნეთ ჩატები და შეტყობინებები.
Google Drive
მოძებნეთ და გამოიყენეთ ფაილები თქვენი Drive-დან.
Asana
გადააქციეთ Asana-ს ამოცანები მკაფიო განახლებებად და გეგმებად.


