15. ChatGPT‑ს მეშვეობით შესვლის პირობები
„ChatGPT‑ს მეშვეობით შესვლის“ წინამდებარე პირობები („პირობები“) არეგულირებს თქვენ მიერ შემუშავებულ ან მხარდაჭერილ აპლიკაციაში („თქვენი აპლიკაცია“ ან „თქვენი აპი“) თქვენ მიერ ChatGPT‑ს მეშვეობით შესვლის („SIWC“) ფუნქციის გამოყენებას. SIWC მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, თქვენს აპში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მუშაობის უზრუნველსაყოფად დააკავშირონ თავიანთი ChatGPT ანგარიშები და გამოიყენონ შესაბამისი ChatGPT გეგმები.
წინამდებარე პირობები მოიცავს მომსახურების პირობებსა და ჩვენი სერვისის პირობებს (ერთობლივად, „ხელშეკრულება“). სპეციალური მნიშვნელობის მქონე სხვა ტერმინებს აქვს ხელშეკრულებაში მინიჭებული მნიშვნელობები.
თქვენს აპლიკაციაში SIWC-ს ინტეგრირებით ან გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს თუ ორგანიზაციის სახელით მოქმედებთ, აცხადებთ, რომ გაქვთ უფლებამოსილება, მისი სახელით დაეთანხმოთ წინამდებარე პირობებს.
1. აპლიკაციის იდენტობა და უსაფრთხოება
შესვლისა და გააქტიურებისას გამოიყენეთ თქვენი აპლიკაციის სახელი. არ გაასაღოთ თავი OpenAI-დ, სხვა აპლიკაციად ან ღია კოდის სხვა პროექტად.
SIWC-ს წვდომისა და განახლების ტოკენები („ავთენტიფიკაციის ტოკენები“) მოიპოვეთ და გამოიყენეთ მხოლოდ შესვლის OpenAI-ს მიერ მხარდაჭერილი პროცესის მეშვეობით და მომხმარებლის ავტორიზაციის შესაბამისად. არ სთხოვოთ მომხმარებლებს მათი ChatGPT‑ს პაროლები ან სესიის ქუქი-ფაილები.
უსაფრთხოდ შეინახეთ ანგარიშის ინფორმაცია და ავთენტიფიკაციის ტოკენები. ავთენტიფიკაციის ტოკენების ნებისმიერი მუდმივი შენახვა უნდა მიმდინარეობდეს არა დისტანციურ ან მართულ გარემოში, არამედ ადგილობრივად და მომხმარებლის კონტროლის ქვეშ.
2. ChatGPT‑ს გეგმის გამოყენება
თქვენი აპლიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
მომხმარებლის კონტროლი. მოთხოვნები უნდა მოდიოდეს მომხმარებლის შესრულების ლოკალური გარემოდან ან შესრულების მხოლოდ იმ დისტანციური გარემოდან, რომელსაც მომხმარებელი აკონტროლებს.
მომხმარებლის ავტორიზაცია. მოთხოვნები უნდა იყოს ავთენტიფიცირებული მომხმარებლისთვის და გამომდინარეობდეს მისი აქტივობიდან ან პირდაპირ ავტორიზებული ავტომატიზაციებიდან ან ფონური პროცესებიდან. ფონურ რეჟიმში გამოყენებამდე მიიღეთ თანხმობა. სხვა მომხმარებლის აქტივობამ არ უნდა გამოიწვიოს მოთხოვნები ავტორიზებული მომხმარებლის ანგარიშზე.
მხოლოდ დაკავშირებული აპლიკაციისთვის. მომხმარებლის გეგმა გამოიყენეთ მხოლოდ იმ აპლიკაციისთვის, რომელიც მან დააკავშირა. სხვა ხელსაწყოებისთვის ან დაუკავშირებელი მოთხოვნებისთვის ზოგადი დანიშნულების API-ზე წვდომა არ უზრუნველყოთ.
გადასახადის გარეშე. მომხმარებლებს თქვენთვის გადახდის ან თქვენი აპლიკაციის ფასიან ვერსიაზე გადასვლის გარეშე უნდა შეეძლოთ SIWC-ს მეშვეობით თავიანთი ChatGPT გეგმის გამოყენება.
ვრცელდება გეგმის შესაბამისობისა და გამოყენების ლიმიტები. SIWC მომხმარებელს არ ანიჭებს გამოყენების დამატებით ლიმიტებს ან OpenAI-ს სხვა სერვისებზე წვდომის უფლებას. ეს შეზღუდვები გავლენას არ ახდენს ცალკე ავტორიზებული API-ს გამოყენებაზე.
3. კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი აპის კონფიდენციალურობაზე, უსაფრთხოებასა და მთლიანობაზე, აგრეთვე SIWC-ს გამოყენებაზე, მათ შორის, ნებისმიერი შესაბამისი სამართლებრივი ვალდებულების განსაზღვრაზე. თქვენ თანახმა ხართ, შეინარჩუნოთ სულ მცირე გონივრული და შესაბამისი ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, ფიზიკური და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები თქვენი აპის, მათ შორის SIWC-ს გამოყენების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ აღმოაჩენთ თქვენს აპთან ან SIWC-ს გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს ან დარღვევებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს მომხმარებლებზე, ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ OpenAI-ს და მოგვაწოდოთ ინფორმაცია ხარვეზია ან დარღვევის დეტალების შესახებ.
თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებთ მხოლოდ (i) კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, (ii) თქვენი მომხმარებლების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე და (iii) კონფიდენციალურობის შესახებ იურიდიულად ადეკვატური შეტყობინების შესაბამისად. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს უნდა წარედგინოთ წარედგინებათ მათი მონაცემების დამუშავებამდე. პერსონალური მონაცემების შეგროვება არ შეგიძლიათ იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ეს SIWC-ს ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და თქვენი აპის მუშაობისთვის გონივრულად აუცილებელია. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ მომხმარებლებს გაუმჟღავნებთ ყველა აუცილებელ ინფორმაციას, მიაწვდით კონტროლის ყველა საჭირო მექანიზმს და მიიღებთ ნებისმიერ აუცილებელ თანხმობას.
4. აკრძალული საქმიანობები
არ უნდა ჩართოთ ან წაახალისოთ:
მრავალი ანგარიშის შექმნა, გამოყენების ლიმიტების გაყოფა, ანგარიშების როტაცია ან გამოყენების ლიმიტებისთვის სხვაგვარად გვერდის ავლა.
ChatGPT გეგმის გამოყენების ან ავთენტიფიკაციის ტოკენების გაერთიანება, გადაცემა, ხელახალი გაყიდვა, ჩუქება ან გაზიარება, გარდა ტოკენების წინამდებარე პირობებით პირდაპირ ნებადართული დამუშავებისა.
ერთი მომხმარებლის გამოწერის გამოყენება მეორე მომხმარებლის მოთხოვნების შესასრულებლად.
თქვენ მიერ SIWC-ს ინტეგრაცია და გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, წინამდებარე პირობებს, შესაბამის ლიცენზიასა(იხსნება ახალ ფანჯარაში) და გამოყენების ჩვენს წესებს. თქვენ არ შეგიძლიათ:
SIWC-ს გამოყენება ისე, რომ ეს მომხმარებლებს, OpenAI-ს ან რომელიმე მესამე მხარეს უსაფრთხოების ხარვეზს ან საფრთხეს უქმნიდეს.
მომხმარებლებთან ურთიერთობა ისეთი ფორმით, როგორიცაა ტყუილი, სიყალბე, შეცდომაში შეყვანა ან შევიწროება.
ნებისმიერი მავნე მავნე პროგრამული უზრუნველყოფის, ვირუსის, თვალთვალის მექანიზმების ან სხვა მავნე კოდის თუ პროგრამის ჩართვა.
SIWC-ს პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა, უკუინჟინერია ან სხვაგვარად მასში ცვლილებების შეტანა.
SIWC-ს ან ნებისმიერი საბაზისო ტექნოლოგიის ქველიცენზიის გაცემა.
სხვაგვარად SIWC-ს თაღლითური, უკანონო ან ბოროტი მიზნებისთვის გამოყენება.
5. მომხმარებლის გამოცდილება და ბრენდინგი
OpenAI-ს სახელები, ლოგოები და ღილაკები გამოიყენეთ მხოლოდ ნებართვის შესაბამისად. არ შექმნათ შთაბეჭდილება, რომ OpenAI სპონსორობას უწევს ან მხარს უჭერს რაიმეს OpenAI-ს წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.
6. აღსრულება
შესაძლოა შევაჩეროთ ან გავთიშოთ თქვენი აპლიკაციის SIWC-ზე, წვდომა, თუ ის არღვევს წინამდებარე პირობებს ან ქმნის უსაფრთხოების, დაცულობის ან ბოროტად გამოყენების რისკს.