გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

15 ოქტომბერი, 2025

Plex Coffee უზრუნველყოფს სწრაფ, მორგებულ მომსახურებას ChatGPT‑ით

შავი ყავის ქაფიანი ზედაპირი, რომლის ცენტრში თეთრი „plex“-ის ლოგოა განთავსებული. სურათში მკვეთრი კონტრასტია მუქ სითხესა და ღია ფერის ტექსტს შორის.
კომპანიის ზომა: SMB
რეგიონი: ევროპა და დიდი ბრიტანეთი
ინდუსტრია: საკვები და სასმელი
პროდუქტები: ChatGPT

შედეგები

ადაპტაციის დრო კვირებიდან დღეებამდე შემცირდა

50%

ოპერაციული კითხვების შემცირება WhatsApp-შეტყობინებებში

იტვირთება…

Plex Coffee სამ დაპირებაზე დაფუძნდა: ხელმისაწვდომობა, კომფორტი და მეგობრული გარემო. ტექნოლოგიური ინდუსტრიით შთაგონებული თანადამფუძნებლები, ფილიპ ჩენგი და მაქს კამპი, კაფეებს „მინიმალისტური სტარტაპის“ მენტალიტეტით მართავდნენ. „კადრების შერჩევიდან დაწყებული მიწოდების ჯაჭვით დასრულებული, ყველა პროცესის ავტომატიზაცია მოხდა, რომლის ავტომატიზაციაც კი შესაძლებელი იყო“, ამბობს ჩენგი.

თუმცა, როცა Plex ერთი კაფედან ოთხამდე გაიზარდა, დამფუძნებლები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რომელთა გადაჭრასაც ტრადიციული ავტომატიზაცია ვერ ახერხებდა. ChatGPT Business ბუნებრივი გადაწყვეტა იყო.

ჩვენს გუნდში ყველა უკვე დამოუკიდებლად იყენებდა ChatGPT-ს და კარგად იცნობდა ამ ინსტრუმენტს, ხოლო სპეციალიზებული GPT-ების შექმნის შესაძლებლობამ მოგვცა შანსი, სხვადასხვა საჭიროებისთვის სპეციალიზებული მინი-ინსტრუმენტები შეგვექმნა.“

დადებითი განწყობის შენარჩუნება Plex-ის ზრდასთან ერთად

პირველ თანამშრომლებს უშუალოდ დამფუძნებლები ამზადებდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტი ბარისტა და მაღაზიების მენეჯერი უერთდებოდა გუნდს, მით უფრო რთული ხდებოდა იმ კულტურის შენარჩუნება, რომელიც უშუალო ჩართულობასა და თითოეული სტუმრისადმი პერსონალურ ყურადღებაზე იყო დაფუძნებული.

„როდესაც მე და მაქსმა ეს საქმე დავიწყეთ, დახლთან თავად ვიდექით. თითოეულ ახალ ბარისტას, რომელსაც ვამზადებდით, პირადად ვუჩვენებდით, როგორ უნდა დაემყარებინა კომუნიკაცია მომხმარებლებთან, როგორ მოემზადებინა სხვადასხვა სასმელი და როგორ მოეგვარებინათ მაღაზიაში წარმოქმნილი პრობლემები,“ ამბობს ჩენგი. „მაგრამ შემდეგ, ზრდასთან ერთად, ახალ თანამშრომლებში ზუსტად ამავე კულტურის დანერგვა სულ უფრო რთული ხდებოდა“.

Plex-ის გაფართოებასთან ერთად, ორი პრობლემა წარმოიშვა: ცოდნის ფრაგმენტული გაზიარება და არათანმიმდევრული ტრენინგი. ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის ცვლების მუდმივი მონაცვლეობის გამო, WhatsApp-ის ჯგუფებში რუტინული კითხვების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: სად უნდა ეპოვათ ესა თუ ის ნივთი, ან როგორ სრულდებოდა კონკრეტული პროცესი. „სულ უფრო მეტად გვიჭირდა ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარება, რამაც WhatsApp-ში ნამდვილი ზვავი გამოიწვია... ფილიალის მენეჯერებს ფოკუსირებისა და კონცენტრაციისთვის განკუთვნილი დრო სრულიად ეფანტებოდათ“, — განმარტავს ჩენგი.

სწავლების სტანდარტიზებაც უფრო რთული გახდა. თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მაღაზიის მენეჯერებს ნაკლები დრო რჩებოდათ ახალი თანამშრომლებისთვის კულტურისა და მომხმარებლის გამოცდილების საკითხებში მენტორობისთვის. ჩენგმა 25-გვერდიანი სახელმძღვანელოს გავრცელება სცადა, თუმცა „მას რეალურად არავინ კითხულობდა და მისით არავინ ინტერესდებოდა“.

ყავის დახლის უკან მდგარი ორი მომღიმარი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც რძის სათქვეფი დოქი უჭირავს, მაღლა აწეული ცერა თითით მოწონებას გამოხატავს. ბრენდირებული „plex“-ის ჭიქები მათ უკან თაროებზეა ჩამწკრივებული
ახლო კადრი: ადამიანს ხელში უჭირავს ცივი ყავის პლასტმასის ჭიქა, რომელზეც მწვანე ასოებით წერია „plex“. ადამიანს, რომელსაც ბეჭედი უკეთია მაგრად უჭირავს ხუფი.

ცოდნის გაზიარებისა და ადაპტაციის პრობლემების გადაჭრა ChatGPT Business-ის მეშვეობით

Plex-მა პროცესი Notion-ში ცოდნის ბაზის ცენტრალიზაციით დაიწყო, თუმცა მალევე ბარიერს წააწყდა. „საკვანძო სიტყვებით ძიება უბრალოდ არც ისე კარგად მუშაობს, რადგან ყველა სხვადასხვა სიტყვას იყენებს იმის აღსაწერად, რასაც ეძებს“, — ამბობს ჩენგი.

გუნდმა Notion-ის კონექტორი გაააქტიურა, რაც ChatGPT‑ს საშუალებას აძლევს, კითხვებს თქვენი Notion-ის ფაილებისა და ბაზების (Wikis) კონტექსტის გათვალისწინებით უპასუხოს. შედეგად, პერსონალს შეუძლია საჭირო ინფორმაცია უბრალოდ, სასაუბრო ენით მოითხოვოს.

„ამან გარკვეულ საკითხებზე WhatsApp-ის შეტყობინებები 50%-ზე მეტით შეგვიმცირა, რადგან ადამიანებმა უბრალოდ იციან, სად იპოვონ საჭირო ინფორმაცია“, ამბობს ჩენგი. თანამშრომლები მაღაზიაში არსებულ iPad-ს იყენებენ ChatGPT‑სთან სასაუბროდ. გამოთავისუფლებული ყურადღება მიემართება იმას, რასაც Plex ყველაზე მეტად აფასებს: საზოგადოებასთან ჩართულობასა და ღონისძიებებს, რომელთა წარმართვის დროც მაღაზიების მენეჯერებს ახლა აქვთ.

ChatGPT Business-ის დახმარებით, ჩენგმა შეძლო თავისი 25-გვერდიანი სახელმძღვანელო სრულიად ახლებურად გამოეყენებინა: „ეს სახელმძღვანელო ჩავტვირთე სპეციალურად შექმნილ, პერსონალიზებულ GPT‑ში, რომლის ბმულსაც ახალ თანამშრომლებს ადაპტაციის პერიოდის ელექტრონულ წერილში ვუზიარებ“. GPT‑ს ეძლევა მოთხოვნა, რომ ასწავლოს კომპანიის ძირითადი ღირებულებები, ასევე ტექნიკური დეტალები, მაგალითად, საიდან იღებს Plex თავის ყავას.

„ინფორმაციის უბრალოდ თავს მოხვევის ნაცვლად, ის ამას ცოცხალი, საინტერესო დიალოგის ფორმით აკეთებს“, — ამბობს ჩენგი. შედეგად, ინფორმაციის ათვისება ბევრად უფრო ეფექტურად ხდება, რაც ობიექტების მენეჯერებს ახალი კადრების შესწავლის პროცესს უმსუბუქებს: „ადაპტაციის დრო კვირებიდან დღეებამდე შემცირდა.“

ChatGPT Business ყველა საოპერაციო პროცესის პარტნიორი ხდება

მას შემდეგ, რაც ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ცოდნის გაზიარების პროცესები შეუფერხებლად ამუშავდა, Plex Coffee-მ დაიწყო ექსპერიმენტები, თუ კიდევ რა გზებით შეძლებდა ChatGPT Business-ის გამოყენებას.

  • გაფართოების კვლევა: Plex-ის ზრდასთან ერთად, ჩენგი ChatGPT Business-ს ახალი ლოკაციების შესაფასებლად იყენებს: „სიღრმისეული კვლევის ინსტრუმენტებს ვიყენებ, რათა დროთა განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობაზე დაყრდნობით შემოსავლის პოტენციალი შევაფასო.“
  • მოთხოვნილების ცვლილების გააზრება: თუ რომელიმე დღე ან კვირა უჩვეულოდ პასიური ან, პირიქით, მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდება, „ChatGPT, როგორც წესი, საოცარ განმარტებას გვაძლევს — მაგალითად, რამდენი სტუდენტი ტოვებს ქალაქს ან რა ღონისძიებები იმართება კონკრეტულ კვირას. მოთხოვნის ტენდენციების მყისიერად და უფრო ღრმა დონეზე გაგება ფასდაუდებელია.“ ამბობს ჩენგი.
  • მარაგების შეკვეთების ავტომატიზაცია: მომწოდებლებთან შეკვეთების განთავსებას დრო სჭირდება, რადგან თითოეულს განსხვავებული პორტალები და სამუშაო პროცესები აქვს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, Plex-ი „უკვე ატარებს ექსპერიმენტებს მომწოდებლებისგან პროდუქციის პირდაპირ AI აგენტის მეშვეობით შეკვეთაზე“, — ამბობს ჩენგი. რამდენიმე ქალაქში არსებული ქსელისთვის ეს გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეამცირებს რუტინულ ადმინისტრაციულ სამუშაოს და უზრუნველყოფს, რომ საჭირო მარაგები ადგილზე ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს.

შედეგები ერთი შეხედვით

  • ადაპტაციის დრო კვირებიდან დღეებამდე შემცირდა
  • WhatsApp-ში ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებული შეტყობინებების რაოდენობა 50%-ზე მეტით შემცირდა
  • მაღაზიის მენეჯერებმა საზოგადოებასთან ჩართულობაზე ფოკუსირების დრო გამოუთავისუფლდათ
  • უფრო სწრაფი და უფრო ერთგვაროვანი ტრენინგი ყველა ლოკაციაზე
  • მოთხოვნის დინამიკისა და ქსელის გაფართოების გაუმჯობესებული ხედვა

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ტრადიციულ ბიზნესში

ჩენგისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ Plex Coffee უფრო მდგრადი და ადაპტირებადი გახადა.

„ხელოვნური ინტელექტის ჩვენს ყოველდღიურ პროცესებში ინტეგრირებით, ჩვენ უბრალოდ უფრო მეტად ვაცნობიერებთ მიმდინარე მოვლენებს. რა ინდუსტრიაშიც არ უნდა იყოთ, ამისგან უდიდესი სარგებლის მიღება შეიძლება."
ფილიპ ჩენი, თანადამფუძნებელი, Plex Coffee

ოპერაციული ეფექტურობის შენარჩუნების პარალელურად 10 კაფემდე გაფართოების გეგმით, Plex Coffee ChatGPT Business-ს ბიზნესის მასშტაბირების მთავარ პარტნიორად მიიჩნევს. თუმცა, წმინდა ეფექტურობის მიღმა, ხელოვნური ინტელექტი ქმნის სივრცეს, სადაც სტუმარმასპინძლობის ადამიანური მხარე კიდევ უფრო ვითარდება — ბარისტებს მეტი დრო რჩებათ სტუმრებთან ურთიერთობისთვის, მათთვის პოზიტიური განწყობის გასაზიარებლად და კაფეში მიღებული გამოცდილებისადმი პერსონალიზებული მიდგომის შესანარჩუნებლად, კომპანიის ზრდის პარალელურადაც კი.

შეუერთდით შრომის ახალ ერას

მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონზე მეტი ბიზნესი OpenAI-ის დახმარებით მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს.