OpenAI

17 ნოემბერი, 2026

პროდუქტი

წარმოგიდგენთ ChatGPT‑ს გაყიდვებისთვის

შეამოკლეთ გაყიდვების ციკლი — სწორი კლიენტების მოძიებიდან ვალდებულებების შესრულებამდე — გაყიდვების ახალი შესაძლებლობებითა და პარტნიორების 30-ზე მეტი ახალი თუ გაუმჯობესებული პლაგინით.

წარმოგიდგენთ ChatGPT‑ის გაყიდვების ვერსიას, რომელიც გაყიდვების ყველა გუნდს დაეხმარება, უკეთ გაიცნოს კლიენტები, ნაკლები დრო დახარჯოს რუტინულ სამუშაოზე და მეტი გარიგება დადოს. მასში შედის ჩვენი ახალი გაყიდვების პლაგინი გაყიდვების სპეციალისტებისთვის განკუთვნილი უნარებით და პარტნიორების 30-ზე მეტი ახალი თუ გაუმჯობესებული პლაგინი ChatGPT‑ში. თქვენი გუნდისთვის უკვე ნაცნობი ხელსაწყოების ინფორმაციით შეძლებთ ზარებისთვის მომზადებას, შეთავაზებების მორგებას და შემდგომ კომუნიკაციას უფრო სწრაფად.

საწყისი წერტილი გაყიდვების ყველა სპეციალისტისთვის

OpenAI-ის ახალი გაყიდვების პლაგინი ყოველდღიური საქმიანობისთვის მზა სამუშაო პროცესებს გთავაზობთ — სამიზნე კლიენტების შერჩევიდან ზარისთვის მომზადებამდე და შემდგომი წერილის შედგენამდე. გაყიდვების გუნდი ყველაზე ეფექტიანად მაშინ მუშაობს, როცა კლიენტის შესახებ ყველას საერთო წარმოდგენა აქვს. რომელ კლიენტებზე ღირს მუშაობა? რა სჭირდება მყიდველს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად? რომელი გარიგებები მოითხოვს ყურადღებას და რატომ? პასუხები ხშირად მიმოფანტულია გუნდის წევრებთან, პოტენციური კლიენტების მოძიების ხელსაწყოებში, კლიენტებთან საუბრებსა და CRM-ში. ამ ინფორმაციის გაერთიანება გუნდებს მეტ დროს უტოვებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და კლიენტების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ყველაფერი თქვენი ყოველდღიური საქმიანობით იწყება.

დაუკავშირეთ გაყიდვების პროცესი ChatGPT‑ს

ChatGPT‑ის გაყიდვების ვერსია თქვენს ხელსაწყოებს, კლიენტის შესახებ ინფორმაციასა და გაყიდვების სამუშაო პროცესებს ერთ სივრცეში აერთიანებს. თქვენს გუნდს პარტნიორების პლაგინებზეც ექნება წვდომა. მათი დახმარებით ChatGPT შეძლებს, არსებული ხელსაწყოებიდან კლიენტის კონტექსტი გამოიყენოს და პოტენციური გარიგებების წინ წაწევაში დაგეხმაროთ. აირჩიეთ პარტნიორების პლაგინები, რომლებიც თქვენს გაყიდვების პროცესს შეესაბამება.

გაყიდვების ხელსაწყოები სამუშაო პროცესების მიხედვით: შიგთავსი და გუნდის მომზადება, კლიენტები და გარიგებები, პოტენციური კლიენტების მოძიება, კლიენტებთან საუბრები, შედეგები და რისკები, ფასის შეთავაზებები და ხელშეკრულებები.
  • შექმენით შიგთავსი და მოამზადეთ გაყიდვების სპეციალისტები. გაეცანით თქვენს გაყიდვების პროცესსა და პროდუქტის უახლეს განახლებებს Confluence-ის, Guru-სა და Seismic-ის დახმარებით. ChatGPT‑ის ხმოვანი რეჟიმით გაიარეთ შეთავაზების წარდგენის რეპეტიცია და ივარჯიშეთ საწინააღმდეგო არგუმენტებზე პასუხში. შექმენით კლიენტზე მორგებული პრეზენტაციები ChatGPT Slides-ით, Gamma-თი, Figma-თი ან Canva-თი, ხოლო ChatGPT‑ის საიტებით — ინტერაქტიული დემო ან ინვესტიციის უკუგების კალკულატორი.

  • მართეთ კლიენტებთან ურთიერთობა და წინ წასწიეთ გარიგებები. შეაერთეთ კლიენტის შესახებ ინფორმაცია Salesforce-იდან, HubSpot-იდან, Close CRM-იდან ან monday CRM-იდან, რათა მოემზადოთ ზარებისთვის, გადახედოთ კლიენტთან შეთანხმებულ ვალდებულებებს და დაგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები.

  • მოიძიეთ მყიდველები და დაამყარეთ მათთან ურთიერთობა. შეუთავსეთ Apollo-ს, Clay-სა და Common Room-ის მონაცემები კლიენტის შესახებ ChatGPT‑ის ვებკვლევას, რათა გაიგოთ, რა იცვლება კლიენტის კომპანიაში და იპოვოთ მასთან დაკავშირების საფუძველი. დაგეგმეთ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია Outreach-ით ან Salesloft-ით.

  • აქციეთ კლიენტებთან საუბრები კონკრეტულ ქმედებებად. გამოიყენეთ ზარის ჩანაწერები ChatGPT‑ის შეხვედრების პლაგინიდან, Gong-იდან, Otter.ai-დან ან Granola-დან, რათა გაიგოთ მყიდველის პრიორიტეტები, აღრიცხოთ შეთანხმებული შემდეგი ნაბიჯები და მოამზადოთ შემდგომი წერილები.

  • თვალი ადევნეთ შედეგებს და გამოავლინეთ გარიგებების რისკები. Backstory-ის მონაცემებით გამოავლინეთ გარიგებები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს. ChatGPT‑ის მონაცემების პლაგინით ან Hex-ით გააანალიზეთ დაკავშირებული გაყიდვების მონაცემები, რათა ახსნათ, რა შეიცვალა გაყიდვების პროცესში და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

  • მოამზადეთ ფასის შეთავაზებები და ხელშეკრულებები. როცა მყიდველი შემდეგი ნაბიჯისთვის მზად იქნება, ფასის შეთავაზებებისა და ხელშეკრულებების მომზადებაში Docusign, Ironclad, PandaDoc ან ServiceNow CPQ დაიხმარეთ.

საუბრებს შორისაც შეგიძლიათ საქმე წინ წასწიოთ: სამუშაო მიანდეთ თქვენს dot-ს — ChatGPT‑ში მუდმივად მოქმედ აგენტს. თქვენს dot-ს იმავე პლაგინებითა და კლიენტის კონტექსტით შეუძლია მოამზადოს შეხვედრის მოკლე მიმოხილვები, თვალი ადევნოს გარიგებების სიახლეებს და საკუთარი ინიციატივით წარმოგიდგინოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები და შემოთავაზებული შემდეგი ნაბიჯები განსახილველად.

გამოყენების გზები გაყიდვების ყველა გუნდისთვის

განავითარეთ გაყიდვის შესაძლებლობები სწორ კლიენტებთან

ChatGPT‑ით შექმენით კლიენტების სია პრიორიტეტების მიხედვით, თქვენი CRM-ის ინფორმაციისა და ისეთი ხელსაწყოების კვლევების საფუძველზე, როგორებიცაა ZoomInfo და Clay. ჰკითხეთ, რატომ შეესაბამება თითოეული კლიენტი თქვენს მიზანს, გამოავლინეთ ინფორმაციის ნაკლებობა და სია გუნდის პრიორიტეტებს მოარგეთ. შემდეგ ამ კვლევაზე დაყრდნობით მოამზადეთ მიმართვა, რომელშიც დაკავშირების კონკრეტულ მიზეზს მიუთითებთ — ყველაფერი ერთსა და იმავე საუბარში.

თითოეულ მყიდველს უფრო დამაჯერებელი არგუმენტები წარუდგინეთ

შეხვედრამდე მოითხოვეთ მოკლე მიმოხილვა, რომელიც გააერთიანებს კლიენტთან ურთიერთობის ისტორიას, წინა ზარებსა და მყიდველის პრიორიტეტებს. გაარკვიეთ, რა კითხვებია ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი, შემდეგ კი მომზადებული მასალა Gamma-თი ან Canva-თი კლიენტზე მორგებულ პრეზენტაციად აქციეთ. შეხვედრამდე საუბარშივე დახვეწეთ პრეზენტაციის შინაარსი.

წინ წასწიეთ გარიგებები მკაფიოდ განსაზღვრული შემდეგი ნაბიჯებით

ზარის შემდეგ სთხოვეთ ChatGPT‑ს, შეადგინოს შემდგომი წერილი, აღრიცხოს შეთანხმებული შემდეგი ნაბიჯები და მოამზადოს განახლებები კლიენტის ჩანაწერისთვის. საუბარშივე დახვეწეთ წერილი და გადახედეთ შემოთავაზებულ ცვლილებებს. ისეთი დაკავშირებული ხელსაწყოებით, როგორიცაა Attio, შეგიძლიათ შემდეგი ნაბიჯი თქვენს CRM-ში პირდაპირ ChatGPT‑იდან შეინახოთ.

ნახეთ, სად არის რისკი თქვენს გაყიდვების პროცესში

სთხოვეთ ChatGPT‑ს, CRM-ის ისტორიისა და კლიენტებთან საუბრების საფუძველზე გაარკვიოს, რა აფერხებს გარიგებას. Rox-ის დახმარებით შეგიძლიათ dot-ს სთხოვოთ, ყოველ დილით შეამოწმოს გარიგება, გამოკვეთოს საყურადღებო ცვლილებები და განსახილველად მოგიმზადოთ შეხვედრის მოკლე მიმოხილვა ან შემდგომი კომუნიკაციის თანმიმდევრობა.

ნახეთ რამდენიმე მაგალითი გაყიდვების ეკოსისტემიდან, რომლებიც აჩვენებს, როგორ მუშაობს ეს ხელსაწყოები ChatGPT‑ში:

როგორ აღწევენ გაყიდვების გუნდები წარმატებას ChatGPT‑ით

კლიენტის კვლევიდან გარიგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებამდე — მოისმინეთ, როგორ იყენებენ გუნდები ChatGPT‑ის გაყიდვების ვერსიას.

1/5
“ChatGPT‑ის Salesforce პლაგინით ჩვენს ურთიერთობების მენეჯერებს შეუძლიათ უფრო ღრმად შეისწავლონ პოტენციური დონორები და კვლევითი პარტნიორები. ის ასევე ამცირებს ამ ინფორმაციის შეგროვებისა და შეჯერებისთვის საჭირო დროსა და ძალისხმევას.”
—სანდიპ ჩელანი, პარკინსონის დაავადების კვლევის მაიკლ ჯეი ფოქსის ფონდის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ტექნოლოგიების ხელმძღვანელი

დაიწყეთ

დასაწყებად დააყენეთ გაყიდვების პლაგინი⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში) და შეიტყვეთ მეტი ChatGPT‑ის გაყიდვების ვერსიის და პარტნიორების პლაგინების შესახებ. პარტნიორების პლაგინებისა და ფუნქციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია გეგმაზე, რეგიონსა და სამუშაო სივრცის პარამეტრებზე.

ChatGPT Business-ისა და Enterprise-ის ადმინისტრატორებს შეუძლიათ გუნდისთვის ChatGPT‑ის გაყიდვების ვერსიის ჩართვა: გახსენით ადმინისტრატორის კონსოლი⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში), აირჩიეთ სამუშაო სივრცე და შემდეგ — პლაგინები. წევრებს მიეცით გაყიდვების პლაგინისა და პარტნიორების შესაბამისი პლაგინების დაყენების საშუალება, ან გუნდისთვის ნაგულისხმევად დააყენეთ ისინი⁠(იხსნება ახალ ფანჯარაში). გადაამოწმეთ საჭირო აპებზე წვდომა და ქმედებები, რომელთა გამოყენებაც წევრებს შეუძლიათ. სამუშაო სივრცის წევრებს მოთხოვნისას შეუძლიათ საჭირო ანგარიშების დაკავშირება.

ჩვენ ვაგრძელებთ ChatGPT‑ის გაყიდვების ვერსიისა და პარტნიორების პლაგინების ეკოსისტემის განვითარებას გაყიდვების გუნდების ყოველდღიური საქმიანობის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია, ამ სამუშაოს მეტი ნაწილი ChatGPT‑ში გადმოვიტანოთ დაკავშირებული ხელსაწყოებითა და კლიენტის შესახებ ინფორმაციით, რომელიც ყველა ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება — შესაძლებლობის აღმოჩენიდან საუბრისთვის მომზადებამდე და შემდგომ მოქმედებამდე.

ავტორი

OpenAI