OpenAI

OpenAI-ის ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის კლასიფიკატორზე წვდომის განაცხადი

გმადლობთ OpenAI-ის ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის კლასიფიკატორით დაინტერესებისთვის. ამ ფორმით გავეცნობით თქვენს ორგანიზაციას, დაცვისა და რისკების შემცირების არსებულ ზომებს, გამოყენების მიზანს და შევაფასებთ, რამდენად შეესაბამება ეს ინსტრუმენტი თქვენს სამუშაო პროცესს. ამ ინფორმაციას წვდომის მინიჭების საკითხის შესაფასებლად ვიყენებთ.

განმცხადებლის მონაცემები

პროფესიული გამოყენების მიზანი

ამჟამად იყენებთ თუ არა სხვა ინსტრუმენტებს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის გამოსავლენად ან ცნობილ მასალასთან შესადარებლად? *
აქვს თუ არა თქვენს ორგანიზაციას ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ადამიანების მიერ შემოწმების პროცედურები? *
აქვს თუ არა თქვენს ორგანიზაციას პროცედურა, რომლის მიხედვითაც შესაბამის შემთხვევებში დაკარგულ და ექსპლუატაციას დაქვემდებარებულ ბავშვთა ეროვნული ცენტრს (NCMEC) ან/და შესაბამის ორგანოებს ატყობინებს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი სავარაუდო მასალის შესახებ? *
რეგისტრირებულია თუ არა თქვენი ორგანიზაცია დაკარგულ და ექსპლუატაციას დაქვემდებარებულ ბავშვთა ეროვნული ცენტრში (NCMEC)? *

სამართლებრივი პირობები და დადასტურებები

ვადასტურებ, რომ:

  1. გავეცანი ამ განაცხადის ფორმას, მათ შორის ჩემს პასუხებსა და დადასტურებებს (ერთობლივად, „განაცხადის ფორმა“), და ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ სათანადო მოკვლევისა და გონივრული გულმოდგინების საფუძველზე, ჩემი ცოდნითა და რწმენით, მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და სრულია.

  2. მაქვს ამ განაცხადის ფორმაში მითითებული სუბიექტის („მომხმარებელი“) სახელით ფორმაზე ხელმოწერის სათანადო უფლებამოსილება და მიღებული მაქვს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ყველა შიდასაუწყებო თანხმობა.

  3. დაუყოვნებლივ წერილობით ვაცნობებ OpenAI-ს (csamclassifier@openai.com), თუ შევიტყობ, რომ ამ განაცხადის ფორმაში მოცემული რომელიმე ინფორმაცია არ არის ან აღარ არის ზუსტი და სრული.

  4. მომხმარებელი ეთანხმება ამ განაცხადის ფორმაში მოცემულ სამართლებრივ პირობებს, რომლებიც ამით ხელშეკრულების ნაწილად იქცევა. „ხელშეკრულება“ გულისხმობს შემდეგს: (ა) თუ მომხმარებელსა და OpenAI-ს შორის უკვე არსებობს მომსახურებებთან დაკავშირებით ხელმოწერილი ხელშეკრულება, მომხმარებლის მიერ მომსახურებებით სარგებლობაზე ვრცელდება აღნიშნული ხელშეკრულება; ან (ბ) თუ მომხმარებელსა და OpenAI-ს შორის ჯერ არ არსებობს მომსახურებებთან დაკავშირებით ხელმოწერილი ხელშეკრულება, მომხმარებლის მიერ მომსახურებებით სარგებლობაზე ვრცელდება OpenAI-ის მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე: https://openai.com/policies/services-agreement. ტერმინებს, რომლებიც ინგლისურ ტექსტში მთავრული ასოთი იწყება და ამ განაცხადის ფორმაში არ არის განმარტებული, აქვთ ხელშეკრულებით განსაზღვრული მნიშვნელობები.

განმცხადებლის დასტური *
პროგრამის პირობებზე თანხმობა *

შენიშვნა: განაცხადის გაგზავნის შემდეგ შესაძლოა მოგთხოვოთ ვინაობის დადასტურების მოკლე პროცედურის გავლა, მათ შორის სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ორგანიზაციის შესახებ ძირითადი ინფორმაციის წარმოდგენა.