გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

თანამშრომლობა კომპიუტერის გამოყენების კვლევაში

პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ კომპანიათა მცირე ჯგუფს ვიწვევთ, უშუალოდ ჩვენს კვლევით და საინჟინრო გუნდებთან ერთად იმუშაონ მნიშვნელოვან პროფესიულ ამოცანებზე, რომლებსაც დღევანდელი აგენტები ჯერ კიდევ ვერ ასრულებენ საიმედოდ. თუ თქვენს გუნდს ასეთი ამოცანა აქვს, გვსურს ვნახოთ კონკრეტული მაგალითი: რას სთხოვთ აგენტს, რა ადასტურებს, რომ ის დავალებას ვერ ასრულებს და რა კრიტერიუმებით შეაფასებდით შედეგის წარმატებას. პარტნიორებს ასევე უნდა შეეძლოთ საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების ჩართვა, ტესტირებისთვის დაცული გარემოსა და ისეთი მონაცემების მოწოდება, რომელთა კვლევისთვის გამოყენებაც უსაფრთხოა. ეს საწყის საფუძველს მოგვცემს, შევისწავლოთ წარუმატებლობის მიზეზები და გავზომოთ, უმჯობესდება თუ არა მოდელის მუშაობა.