გადადით მთავარ შინაარსზე
OpenAI

სიმართლე ილონ მასკისა და OpenAI-ის შესახებ

ამ გვერდზე თავმოყრილია ფაქტები და მნიშვნელოვანი მოვლენები ყველასთვის, ვისაც სურს, თავად შეისწავლოს ისინი.

ეჭვიანობით, OpenAI-ის დატოვების სინანულითა და კონკურენტი ხელოვნური ინტელექტის კომპანიისთვის ხელის შეშლის სურვილით მოტივირებული, ილონი წლების განმავლობაში ავიწროებდა OpenAI-ს უსაფუძვლო სარჩლებითა და საჯარო თავდასხმებით.

ჟურნალისტებმა გაავრცელეს ცნობები ცილისმწამებლური კამპანიის არსებობის შესახებ, რომელსაც ილონი და მისი შუამავლები ხელმძღვანელობდნენ, და ასევე არსებობს მტკიცებულება(იხსნება ახალ ფანჯარაში), რომ ილონი მარკ ცუკერბერგთან კოორდინირებულად მოქმედებდა OpenAI-ის მისიისთვის ხელის შეშლის მრავალჯერადი მცდელობების დროს. ილონმა ასევე სცადა სამართლის სისტემის იარაღად გამოყენება, რათა კიდევ უფრო გაეღრმავებინა თავისი ცილისმწამებლური კამპანია(იხსნება ახალ ფანჯარაში) (და უშედეგოდაც კი ეცადა(იხსნება ახალ ფანჯარაში) ჩვენი საწყისი კოდის მოპოვება), ასევე თავდასხმა განეხორციელებინა არაკომერციულ OpenAI-ის ფონდზე, რომელიც ორიენტირებულია ისეთ სფეროებში მუშაობაზე, როგორიცაა ბიოლოგიური მეცნიერებები და დაავადებების მკურნალობა ყველას საკეთილდღეოდ.

საბედნიეროდ, დღემდე სასამართლოებს ეს უსაფუძვლო სარჩლები ისეთად მიაჩნიათ, რაც სინამდვილეშია. ერთ შემთხვევაში, კალიფორნიელებისგან შემდგარმა ნაფიცმა მსაჯულებმა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა მტკიცებულების გულდასმით შეფასების შემდეგ, ილონის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანეს(იხსნება ახალ ფანჯარაში), რომელიც სასამართლომ ძალაში დატოვა. კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ კიდევ ერთი საქმის წამროება შეწყვიტა(იხსნება ახალ ფანჯარაში). მაისში ბრაზილიის კონკურენციის მარეგულირებელმა უწყებამ განუხილველად დატოვა(იხსნება ახალ ფანჯარაში) ილონის კიდევ ერთი სარჩელი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოებმა და მარეგულირებელმა უწყებებმა ილონის საჩლები არ დააკმაყოფილეს, არ ველით, რომ ის შეწყვეტს არაკომერციულ OpenAI ფონდზე თავდასხმის მცდელობებს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ფოკუსირებული ვართ OpenAI ფონდისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერაზე, ასევე მაღალი ხარისხის ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რათა ადამიანებმა მარტივად შეძლონ ახალი იდეების ხორცშესხმა.