გამოიყენეთ მოწინავე ინტელექტი თქვენს ყველაზე კონფიდენციალურ საქმიანობაშიც.
კონფიდენციალურობის დაცვა ისეთივე სწრაფად უნდა ვითარდებოდეს, როგორც ინტელექტი
საწარმოებს უნდა შეეძლოთ აკონტროლონ, როგორ იყენებს ხელოვნური ინტელექტი მათ ინფორმაციას. ჩვენ შევქმენით დაცვის მექანიზმები, რათა მათ ყველაზე კონფიდენციალურ საქმეშიც გამოიყენონ მოწინავე ინტელექტი.

წვდომის შეზღუდვები
მკაცრად ვზღუდავთ ბიზნესშიგთავსზე ჩვენს წვდომას და შესაბამისი კრიტერიუმების მქონე სამუშაო პროცესებისთვის გთავაზობთ ZDR-სა და კონფიდენციალურ ინფერენციას.

მონაცემებზე საკუთრების უფლება
თქვენი ბიზნესმონაცემები, მათ შორის შეყვანილი ინფორმაცია და მიღებული შედეგები, თქვენ გეკუთვნით.

აგენტების მოქმედებები
თქვენ წყვეტთ, რაზე ექნება აგენტებს წვდომა, რა მოქმედებების შესრულება შეეძლება და როდის დასჭირდება მათ თქვენი თანხმობა.

მონაცემთა უსაფრთხოება
თქვენს მონაცემებს ვიცავთ დაშიფვრით, წვდომის მკაცრი კონტროლითა და საფრთხეების უწყვეტი გამოვლენით
ნახეთ, როგორ მუშაობს ჩვენი დაცვის მექანიზმები ერთობლივად
საზღვრებს თქვენ ადგენთ, სანამ აგენტები მოქმედებას დაიწყებს
- მონაცემებზე წვდომა
- ხელმისაწვდომი ხელსაწყოები
- ნებადართული მოქმედებები
- საჭირო თანხმობები
კლიენტის გარემო
OpenAI-ს გარემო
დაშიფრულია გადაცემისას
კონფიდენციალური გამოთვლები, მკაცრი და შემოწმებადი კონტროლის საშუალებები
API-ის წინასწარი ვერსიაკონფიდენციალურობის დაცვა, შექმნილი ჩვენს კლიენტებთან პარტნიორობით
გაიგეთ, დაცვის რა მექანიზმები უმყარებს საფუძველს ჩვენს დაპირებას
როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს
გაეცანით დაშიფვრას, წვდომის მართვის საშუალებებსა და უსაფრთხოების მექანიზმებს, რომლებიც ჩვენს ბიზნესპროდუქტებს იცავს.
ჩვენი ვალდებულებები თქვენი ბიზნესის წინაშე
გაიგეთ, როგორ ვუდგებით მოდელების წვრთნას, საკუთრების უფლებას, მონაცემთა შენახვასა და მათზე ადამიანების წვდომას.
დამოუკიდებელი შეფასებები
გაეცანით მესამე მხარის აუდიტებს, სერტიფიკაციებსა და მათი მოქმედების ფარგლებს.
